ვიდეოპოლიტიკასაზოგადოება

„სინამდვილეში შინ ვბრუნდებით, ეს არის ჩვენი უძველესი ცივილიზაცია, რომელსაც ჩვენი ღირებულებები დაედო საფუძვლად და შემდეგ ევროპული დაერქვა“ – დათო ტურაშვილი

მწერალმა დათო ტურაშვილმა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ „ფორმულას“ ეთერში, როგორც სჩვევია, ემოციურად  ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანამ რთული გზა აირჩია.

„მე მინდა ყველას ვუთხრა, ძალიან რთული იქნება ევროკავშირში, პირიქით, ხალხო, არავინ არ მოგატყუოთ. ჩვენ ვირჩევთ ურთულეს გზას. მაგრამ გენიალური ანდაზა გვაქვს – „გრძელი გზა აირჩიე და შინ მშვიდობით მიდიო“.

სინამდვილეში შინ ვბრუნდებით, ეს არის ჩვენი უძველესი ცივილიზაცია, რომელსაც ჩვენი ღირებულებები დაედო საფუძვლად და შემდეგ ევროპული დაერქვა, ჩვენ ვართ ფუძემდებელი ყველა გაგებით – იქნება ეს: ღირებულებების, ლიტერატურის, არქიტექტურის თუ მუსიკალური კულტურის მხრივ, უნიკალური ხალხი ვართ“, – ამბობს დათო ტურაშვილი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close