ვიდეოსაქართველოსპორტი

კვარა თავის რჩეულზე დაქორწინდა – კადრები ჯვრისწერიდან (ვიდეო)

საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ ფორვარდი, ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია თავის რჩეულზე, ნიცა თავაძეზე დაქორწინდა.

წყვილმა ჯვარი მცხეთაში, სამთავროს მონასტერში დაიწერა. ჯვრისწერის რიტუალი მამა ილიამ ჩაატარა.

ნეფე-პატარძალს ტრადიციული ქართული სამოსი ეცვა.

კადრები ჯვრისწერიდან ლიკა კვარაცხელიამ გამოაქვეყნა.

ახალდაქორწინებულებმა საქორწილო ვახშამი თბილისში, ფუნიკულიორის რესტორანში გამართეს მოკრძალებულად, პომპეზურობის გარეშე – მხოლოდ მეჯვარეებთან, რამდენიმე უახლოეს მეგობართან და ოჯახის წევრებთან ერთად. სუფრა 60 კაცზე იყო გაშლილი.

მიწვეულები არ იყვნენ არც საქართველოს ნაკრების და არც „ნაპოლის“ ფეხბურთელები.

ქორწილის შემდეგ წყვილი იტალიაში გაფრინდა.

ქართული და იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია და მისი შეყვარებული ნიცა თავაძე  მარტის ბოლოს დაინიშნნენ.

ნიცა თავაძე დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია.

ასევე, დაგაინტერესებთ:

ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი სიდედრი ლამაზი და მოდური ქალბატონია – ნახეთ ფოტოები

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close