ქართველები უცხოეთშისპორტი

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორისაა!

ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთი 2023“-ის ნომინანტთა საბოლოო, ტოპ-30 ფეხბურთელთა სიაშია – საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი წლის საუკეთესო მოთამაშეთა შორის „ფრანს ფუტბოლმა“ დაასახელა.

იგი 42 წლის შემდეგ პირველი ქართველია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შორის.

ხვიჩა კვარაცხელია გასულ სეზონში იტალიის სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

„ოქროს ბურთის“ ნომინანტთა შორის იგი ისეთი ვარსკვლავების გვერდითაა, როგორებიც არიან: ლიონელ მესი, ერლინგ ჰალანდი, კილიან მბაპე და სხვები. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში არ არის რონალდუ.

2023 წელს „ოქროს ბურთის” ნომინანტები არიან:

ანდრე ონანა (მანჩესტერ იუნაიტედი), ქარიმ ბენზემა (ალ იტიჰადი), იოშკო გვარდიოლი (მანჩესტერ სიტი), ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), იასინ ბონო (ალ ჰილალი), მარტინ ედეგორი (არსენალი), ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი), ილკაი გიუნდოგანი (ბარსელონა), ვინისიუსი (რეალი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი), ნიკოლო ბარელა (ინტერი), ჯუდ ბელინგემი (რეალი), ბუკაიო საკა (არსენალი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ბერნარდუ სილვა (მანჩესტერ სიტი), რანდალ კოლო მუანი (პსჟ), ლიონელ მესი (ინტერ მაიამი), როდრი (მანჩესტერ სიტი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო), რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა), კილიან მბაპე (პსჟ), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი), კიმ მინ ჯე (ბაიერნი), ლუკა მოდრიჩი (რეალი), ჰარი კეინი (ბაიერნი).

„ოქროს ბურთის” გამარჯვებულს 2023 წლის 30 ოქტომბერს პარიზში დაგეგმილ ღონისძიებაზე გამოაცხადებენ.

„ფრანს ფუტბოლი“ წლის საუკეთესო ფეხბურთელს 1956 წლიდან აჯილდოებს. „ოქროს ბურთის“ მფლობელის გამოსავლენ გამოკითხვაში მსოფლიოს 200-მდე ქვეყნის სპორტული გამოცემების ჟურნალისტები მონაწილეობენ.

დღეისთვის „ოქროს ბურთი“ ყველაზე პოპულარული ინდივიდუალური საფეხბურთო ჯილდოა.
ის ყველაზე მეტჯერ, 7-ჯერ, ლეო მესის აქვს მოგებული.

„ფრანს ფუტბოლმა“ „ოქროს ბურთის“ ნომინანტთა ათეულში ქართველი ფეხბურთელები 1980-იან წლებში შეიყვანა, როდესაც თბილისის „დინამომ“ 1981 წელს თასების თასი აიღო. მაშინ მე-7 ადგილზე რამაზ შენგელია გავიდა, მე-8-ზე – ალექსანდრე ჩივაძე, მე-11 პოზიციაზე აღმოჩნდა დავით ყიფიანი.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close