ამინდისაქართველო

ამინდის პროგნოზი: 9 სექტემბრიდან საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას. სააგენტოს ცნობით, 9 სექტემბრიდან ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლჭყაპი.

„7 სექტემბერს, დღის მეორე ნახევრიდან აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, გურიის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, ზოგან სეტყვა. 8 სექტემბერს, დღისით ნალექების ინტენსივობა შედარებით შესუსტდება, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ ძლიერი ნალექი, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.

9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი აღინიშნოს. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია გამოიწვიოს წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close