საზოგადოებასპორტი

ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე დაინიშნნენ – წყვილი პატრიარქმა დალოცა (ვიდეო)

ქართული და იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია და მისი შეყვარებული ნიცა თავაძე დაინიშნნენ. ეს ინფორმაცია ხვიჩას მამამ, ბადრი კვარაცხელიამ დაადასტურა, თუმცა უცნობია ქორწილის დღე.

ვრცელდება ქორწილის და ჯვრისწერის ორი სავარაუდო დრო – მამა შალვა კეკელია ვარაუდობს, რომ ხვიჩა და ნიცა მარხვის შემდეგ დაიწერენ ჯვარს.

ხვიჩას მამა კი  ამბობს, რომ „ქორ­წილს, ჯვრის­წე­რას რაც შე­ე­ხე­ბა, ალ­ბათ სე­ზო­ნის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ იქნება“.

ფაქტია, წყვილი ჯვრისწერისთვის ემზადება და სწორედ ამას უკავშირდებოდა ხვიჩას და მისი საცოლის  პატრიარქთან შეხვედრა მათივე მშობლებისა და ოჯახის წევრების თანხლებით.

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევი ნახევარმცველი საქართველოს ნაკრების შეკრებაზე 21 მარტს ჩამოვიდა, 22 მარტს კი „ჯვაროსნებთან“ ერთად მარტის სანაკრებო თამაშებისთვის მზადება დაიწყო.

დატვირთული გრაფიკის მიუხედავად 22 წლის ფეხბურთელმა დრო მაინც გამონახა და მშობლებთან და უახლოეს ადამიანებთან ერთად საქართველოს საპატრიარქოს ესტუმრა. ეს მისთვის ტრადიციაა – ხვიჩა საქართველოში ყოფნისას ეკლესიაში სისტემატურად დადის.

წყვილი ილია მეორემ პირადად მიიღო და დალოცა. შეხვედრის შემდეგ ხვიჩამ თქვა: „ალბათ ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღე იყო – უწმინდესს ხელზე ვემთხვიე“.

„ნაპოლის“ ქართველი ლეგიონერი თვის საუკეთესო მოთამაშე სერია A-ში 2022-2023 წწ. სეზონზე უკვე ორჯერ გახდა – აგვისტოსა და თებერვალში.

ხვიჩა კვარაცხელიას შანსი აქვს, სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო მოთამაშეც გახდეს. იგი იმ ხუთ კანდიდატს შორისაა, რომლებიც Easports-მა შეარჩია.

ხმა მიეცით ამ ბმულზე.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close