ხელოვნებასაქართველო

ვისაც მოგენატრათ ბარბარა სამხარაძის შესრულება, მოუსმინეთ მის პირველ საავტორო სიმღერას, რომელიც მალე მსოფლიო მასშტაბით ყველა მუსიკალურ პლატფორმაზე გაეშვება

მომღერალმა ბარბარა სამხარაძემ პირველი საავტორო სიმღერა გამოუშვა, რომელიც, მისივე თქმით, ერთ თვეში 30 ქვეყნის მუსიკალურ პლატფორმაზე აიტვირთება.

ბარბარამ თავის პირველ სიმღერას „Ocean Side“ დაარქვა. რას გულისხმობდა ავტორი, ძნელი სათქმელია – სახელწოდება ინგლისურიდან სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ოკეანეს მხარე“, მაგრამ სიმღერის განწყობიდან გამომდინარე, „გაღმა მხარეს“ უფრო ჰგავს.

აი, ისეთი სიმღერაა, ერთხელ რომ მოუსმენ და მერე მთელი დღე თავში გიტრიალებს, მელოდიური, სევდიანი და დამაფიქრებელი.

15 წლის იყო ლა­გო­დე­ხე­ლი ბარ­ბა­რა სამ­ხა­რა­ძე, როდესაც მეგაპროექტ „ნიჭიერის“ გამარჯვებული გახდა და სა­ქარ­თვე­ლო­მ აღიარა.

ბარბარა თვლის, რომ იღბლიანი გაჩნდა ამ ქვეყანაზე. ერთ-ერთ ინტერვიუში იგი ამბობს: „ზოგადად, ძლიერი ვჩანვარ და მიზანმიმართული, მაგრამ ვიცი ჰარი-ჰარალოზე რაღაცის თქმა და ისე ვითარდება მოვლენები, მიხდება. უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი სიტყვები ამიხდება და მართლა ხდება. თავად სამყარო მიწყობს სიურპრიზებს. ყველა შრომობს თავისი მიზნისთვის, მაგრამ მე შედარებით იოლად ვაღწევ წარმატებას, ესეც იღბლის ბრალია. ნებისმიერ კონკურსზე ჩემზე კარგი მონაწილეებიც იყვნენ, მაგრამ მე ვიმარჯვებდი… რისკიანი არ ვარ, თუ არ ვიცი, რომ საძირკველი მყარია, ისე  ნაბიჯს არ გადავდგამ და იმ საფეხურზე არ დავდგამ ფეხს“.

ჰოდა, იგრძნო, რომ დროა მსოფლიომ გაიცნოს, როგორც ავტორ-შემსრულებელი. წარმატებული დებიუტი  და სიმღერის გაჰიტება ვუსურვოთ!

@barbara_samkharadze 🥹 #fyp #oceanside #ბარბარასამხარაძე #barbarasamkharadze #ფორიუზე #foryou #barbarasamkharadze #fypシ ♬ Ocean Side 2 – Barbara Samkharadze ✨

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close