საზოგადოებასაქართველო

რა საოცრებაა, ღმერთსაც რომ ჰყავს დედა! – ერთ FB-პოსტში ჩატეული ქართული Pietà

„ჩვენი „შენ ხარ ვენახი“ და „დავითიანი“ დაუსრულებლად უგალობენ ერთ უბრალო ქალს, რომლის დიდებამაც მთელ სამყაროს უწია. ყველა დედაში ღვთისმშობელი ცოცხლობს“, – ფილოლოგი გია მურღულია პოსტ-ესეს უძღვნის მარიამობას, რომელსაც სიამოვნებით თქვენც გიზიარებთ:

„მან „მიიძინა“ – რამდენი სიყვარული და რა დიდი იმედი ჩანს ამ ერთ სიტყვაში.
ეს მარიამია – დიდებული და უბრალო.
ყველა ადამიანზე აღმატებული და ყოველი სულისთვის მარადიული მლოცველი – კაცთა მეოხი ღვთის წინაშე.
ღვთისმშობელი – რა საოცრებაა, ღმერთსაც რომ ჰყავს დედა.
მას ახარეს პირველად, რომ იესო დაიბადებოდა.
მან იხილა პირველი სასწაულიც და შვილის ჯვარცმის საშინელებაც. „ვაი, რა მწარედ იწვოდნენ ნაწლევნი მარიამისა!“
არ ყოფილა იმაზე ამაღლებული, ტრაგიკული და მშვენიერი დატირება, მიქელანჯელოს პიეტა რომ გამოაქანდაკებინა.
მარიამს მოევლინა თვით იესო მიძინების წინ.
ის მფარველობს სიკეთეს, სიცოცხლეს, სიყვარულსა და საქართველოს.
არავის რგებია წილად უფრო მეტი მეტაფორა, ვიდრე ღვთისმშობელს – ღმერთის დედობა უკვე პოეზიაა. ჩვენი „შენ ხარ ვენახი“ და „დავითიანი“ დაუსრულებლად უგალობენ ერთ უბრალო ქალს, რომლის დიდებამაც მთელ სამყაროს უწია.
ყველა დედაში ღვთისმშობელი ცოცხლობს.
ქართველებო, გილოცავთ მარიამობას!“- წერს გია მურღულია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close