საზოგადოებასაქართველო

რა ვითარებაა თბილისში, სადაც ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა (ვიდეო)

თბილისში მოსულმა ჭარბნა ნალექმა და ქარმა პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს – დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უხვმა ნალექმა ყველაზე მეტი პრობლემა გლდანის რაიონში შექმნა. დატბორილია ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები.

გლდანის „კარფურის“ ეზო.

წყალმა მეტროს ვაგონებშიც შეაღწია…

არქი – Archi-ს 2 წლის წინ ჩაბარებულ ახალი კორპუსში ისე წვიმს, როგორც გარეთ. კორპუსის  მაცხოვრებელი Ani Mgeliashvili  წერს, „რომ  პარკინგი დატბორილია, ლიფტები მწყობრიდანაა გამოსული, ადამიანი გაიჭედა, ძლივს გავუღეთ კარი. შეიძლება დენს დაერტყა, წყალში იდგა შიგნით“.

ვაკეში საცხოვრებელი სახლი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყველას, ვისაც პრობლემები შეუქმნა ამინდმა, შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე 2 72 22 22.

მერიის ყველა შესაბამისი სამსახური გასულია ობიექტებზე და ახორციელებს შესაბამის სამუშაოებს. მობილიზებულია სამაშველო სამსახურიც.

ამინდის პროგნოზის თანახმად,  თბილისში მთელი ღამე იწვიმებს.

(მასალა განახლებადია)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close