ვიდეოსაქართველო

ექსტრემალური ამინდი თბილისში – ძლიერმა წვიმამ და ქარმა სერიოზული პრობლემები შექმნა (ვიდეო)

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვიდეომიმართვა გაავრცელა

თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა დედაქალაქში. დაიტბორა ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები, წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტროსადენები, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში, რომელიც ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყდა.

„თბილისის მუნუციპალიტეტის ყველა შესაბამისი უწყება, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სრულად არის მობილიზებული და დაწყებულია პრობლემების აღმოფხრა. ადგილზე იმყოფებიან თბილისის ყველა რაიონის გამგეობების წარმომადგენლები.

მოვუწოდებთ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ქუჩებში გადაადგილებისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ყველაზე დიდი პრობლემები შეიქმნა გლდანის რაიონში.

დატბორილია ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები.

კალაძის თქმით, მერიის ყველა შესაბამისი სტრუქტურა ახორციელებს სამუშაოებს, მობილიზებულია სამაშველო სამსახურიც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სამაშველო სამსახურში გამოძახებები, ძირითადად, სარდაფებისა და მიწისქვეშა გადასასვლელების დატბორვის შესახებ არის შესული და მაშველები ამოტუმბვის სამუშაოებს ასრულებენ.

ზოგიერთ ქუჩაზე ხეები დაზიანდა და წაიქცა, მაგ., ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოგლეჯილი ხე მანქანას დაეცა.

ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close