ეკონომიკამოგზაურობა

როგორია ავიაკომპანიების განრიგი, რომლებიც საქართველოდან ევროპის მიმართულებით რეისებს ასრულებენ

დღეისათვის დამტკიცებული განრიგის მიხედვით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევროპის ქალაქებში რეისები რამდენიმე მიმართულებით შესრულდება.

როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გერმანული ავიაკომპანია Lufthansa მიუნხენიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს სეზონის განმავლობაში დღეში 1 სიხშირით, ანუ კვირაში 7 სიხშირით მოახდენს. რაც შეეხება „ლოუქოსტერ“ Eurowings-ს, ის 21 მაისიდან დიუსელდორფიდან თბილისის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით, ხოლო 20 ივლისიდან 3 სიხშირით მოახდენს ოპერირებას. 22 ივლისიდან კი Eurowings-ი შტუტგარტი-თბილისის მიმართულებაზეც დაიწყებს ოპერირებას და კვირაში 2 რეისი ექნება.

გერმანიის მიმართულებით ასევე რეისებს შეასრულებენ:

– Condor-ი, რომელიც 2 აპრილიდან ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე კვირაში 1 სიხშირით იფრენს, ხოლო მაისიდან კვირაში 2 სიხშირით.
– Georgian Airways-ი კი ბერლინის მიმართულებით 26 მარტიდან კვირაში 2 სიხშირით გეგმავს ოპერირებას.

რაც შეეხება საფრანგეთს, ავიაკომპანია Air France პარიზიდან თბილისის მიმართულებით 26 მარტიდან კვირაში 3 სიხშირით შეასრულებს რეისებს.

Georgian Airways-ი კი 26 მარტიდან პარიზის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით იფრენს.

ლატვიური ავიაკომპანია airBaltic-ი კი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე კვირაში 5 სიხშირით მოახდენს ოპერირებას, ბათუმის მიმართულებით კი კვირაში 2 სიხშირით“, – განმარტავენ TAV Georgia-ში.

აღსანიშნავია, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია აქტიურად მუშაობს, რომ თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში მეტი ევროპული რეისი შესრულდეს. ამ მიზნით კომპანია რამდენიმე დღის უკან ITB Berlin 2023-ისა და Passenger Terminal Expo 2023-ის ფარგლებში მნიშვნელოვან შეხვედრებს მართავდა.

„ველოდებით უფრო მეტ ტურისტს. ველოდებით როგორც აეროპორტების მმართველი კომპანია, უფრო მეტ მგზავრს. ველოდებით, რომ აპრილიდან, როცა ზაფხულის სანავიგაციო სეზონი იწყება, 1-ელი აპრილიდან ველოდებით უკვე ახალ მიმართულებებს. ჩვენთვის, თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებისთვის, მნიშვნელოვანია ევროპული პირდაპირი მიმართულებები, რაც ამჟამად არ გვაქვს“, – განაცხადა ჯერ კიდევ ბერლინში ITB Berlin-ზე ჩასულმა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ, რომელმაც ​იმავე დღეს რამდენიმე ევროპულ ავიაკომპანიებთან გამართა მოლაპარაკებები, მათ შორის იყო იტალიური ავიაკომპანია ITA Airways-ი და ასევე ერთ-ერთი ხორვატიული ავიაკომპანია.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close