ვიდეოიტალიასაზოგადოება

„ამ ადამიანს წლის ყეყეჩის წოდება უნდა მიენიჭოს“ – ვენეციის მერი კაცზე, რომელიც სახურავიდან არხში ჩახტა ვიდეოს გადასაღებად (ვიდეო)

ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ხტება შენობის სახურავიდან არხში მამაკაცი ვენეციაში, სან პანტალონის (Chiesa Parrocchiale di San Pantalon) მახლობლად, კამპო სანტა მარგერიტას უკან, სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.

მამაკაცი საკმაოდ მაღალი შენობის სახურავიდან ხტება არხში, შემდეგ ნაპირზე გამოდის, სადაც მას ამხანაგი ხვდება, რომელიც პირსახოცს აწვდის (იგი იღებს ვიდეოსაც).

„ამ ადამიანს უნდა მიენიჭოს წლის ყეყეჩის წოდება“, – თქვა ქალაქის მერმა ლუიჯი ბრუნიარომ მომხდარი ფაქტის კომენტირებისას.

„ახლა  მათი ვინაობის დადგენას ვცდილობთ. პატრული გავგზავნე, რათა გაარკვიონ, როგორ აღმოჩნდა იგი სახურავზე, – განაგრძო ბრუნიარომ. – მან საკუთარი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდო, რათა ეს ნახტომი გადაეღო. მოვუწოდებ ადამიანებს: არ არის საჭირო იმისთვის იბრძოლოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ლაიქი დააგროვოთ სოციალურ ქსელებში ასეთი ძალიან სახიფათო უგუნური საქციელებით“.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close