ვიდეოსაზოგადოებასაქართველო

ჩვენ ხელუხლებელი გვაქვს ურალზე უფრო მდიდარი საბადოები – მოუსმინეთ 101 წლის ჭიათურელ მეცნიერს ელენე აბაშიძეს, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა, საქართველო – დუმს!

„მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის“ და „მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ ტიტულის მფლობელი, მეცნიერი ელენე აბაშიძე 101 წლის გახდა.

ელენე აბაშიძე 1922 წლის 18 მარტს ჭიათურაში დაიბადა და დღემდე ძალიან ნაყოფიერი ცხოვრებით ცხოვრობს. 1998 და 2003 წლებში აშშ-ის ბიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტმა მას „წლის ქალბატონის“ წოდება მიანიჭა.

ქალი, რომელიც მსოფლიომ არაერთხელ აღიარა, გეოგრაფი, კარსტოლოგი, სპელეოლოგი, ჰიდროლოგი,        ჰიდროგეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი ელენე აბაშიძე 540 სამეცნიერო ნაშრომის, 13200 ექსპერიმენტის და 2 მონოგრაფიის ავტორია.

ვულოცავთ ქალბატონ ელენეს 101-ე დაბადების დღეს!

მოუსმინეთ ქალბატონ ელენე აბაშიძეს, რომლის სამეცნიერო გადატრიალებამ ჰიდროგეოლოგიაში, მსოფლიო აალაპარაკა, საქართველო – დუმს!

ამავე თემაზე: ქვეყნის სიმდიდრე და საგანძური – 100 წლის მეცნიერი ელენე აბაშიძე და 90 წლის ექიმი ნონა მოდებაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close