ქვეყნის სიმდიდრე და საგანძური – 100 წლის მეცნიერი ელენე აბაშიძე და 90 წლის ექიმი ნონა მოდებაძე
![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2022/11/ჭიათურის-საპატიო-მოქალაქეები.jpg)
ჭიათურაში სახალხო დღესასწაული „ჭიათურობა 2022“ გაიმართა. ქალაქის წლის მთავარი ღონისძიების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ჭიათურის საპატიო მოქალაქეების არჩევის საზეიმო ცერემონია გახდა.
საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: 100 წლის მეცნიერს, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს ელენე აბაშიძეს და 90 წლის ექიმ-თერაპევტს, 55 წლიანი მუშაობის პრაქტიკის მქონე ნონა მოდებაძეს.
მათთან ერთად ეს საპატიო ტიტული ქალაქის სხვა მოამაგეებმაც მიიღეს:
ცნობილმა პედიატრმა, ჭიათურაში ბავშვთა ჯანდაცვის სამსახურის მესაძირკვლეების, ყარამან და ირაკლი ფაღავას შთამომავალმა, პროფესორმა ყარამან ფაღავამ;
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის დეკანმა, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული-სახელმწიფო თეატრის ყოფილმა მთავარმა რეჟისორმა ანდრო ენუქიძემ;
ჭიათურა-საჩხერის მწერალთა გაერთიანების წევრმა, არაერთი კრებულისა და ლექსის ავტორმა, პოეტმა იზო ცარციძემ;
ქალაქის ქალთა კონსულტაციის გამგემ, მეან-გინეკოლოგმა ციური სარალიძემ.
გარდაცვალების შემდეგ საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: ცნობილ პედაგოგს, ჭიათურის მესამე საშუალო სკოლის ლეგენდარულ დირექტორს ნატო მუმლაძეს; სახელოვან ჭიათურელ ფეხბურთელს, თბილისის „დინამოს“ ყოფილ მოთამაშეს ზურაბ წერეთელს; კულტურის ღვაწლმოსილ მუშაკს, ჭიათურის კულტურის სახლის ყოფილ დირექტორს ოვა ბაქრაძეს; გამოჩენილ ჭიათურელ ფეხბურთელსა და მწვრთნელს, მრავალი ნიჭიერი და წარმატებული ფეხბურთელის აღმზრდელს გურამ (ჯადული) იობაშვილს.
კომენტარები