fbpx
ეკონომიკამოგზაურობა

„პეგასუსმა“ თბილისი-ანკარის მიმართულებით ფრენა დაიწყო

თურქულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „პეგასუსმა“ (Pegasus Airlines) თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ანკარის მიმართულებით ფრენა დაიწყო. პირველი რეისი გუშინ, 2 ნოემბერს შესრულდა.

ავიაკომპანია თბილისი-ანკარა-თბილისის მიმართულებით რეისებს კვირაში ორჯერ – ოთხშაბათს და კვირას შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ ანკარის მიმართულებით 2019-2020 წლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან  „თურქეთის ავიახაზები“ დაფრინავდა.

„პეგასუსი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით კი რეისებს კვირაში 17-ჯერ ასრულებს.

ავიაკომპანია ასევე გეგმავს რეგულარული რეისების გაგრძელებას ანტალიის მიმართულებით, პირველად ზამთრის სეზონზე, ფრენებს კვირაში ორჯერ  – ოთხშაბათსა და შაბათს შეასრულებს.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close