ვიდეოკულტურასაქართველო

ბერლინში 9 მარტამდე მასპინძელი საქართველოა – „Simply: WOW!“ (ვიდეო)

პირველი შეფასებები გალა კონცერტის შემდეგ, რომლითაც საქართველომ ITB Berlin 2023 გახსნა (ვიდეო)

ბერლინში მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდესი ტურისტული გამოფენაTB berlin 2023  ოფიციალურად 6 მარტს გაიხსნა და 9 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. წელს საქართველო გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი. მსოფლიოს სამოგზაურო ინდუსტრიის ეს  პლატფორმა 57 წელზე მეტია ტარდება.

გამოფენა გრანდიოზული გალა კონცერტით გაიხსნა, სადაც ქართველმა ხელოვანებმა 3000-მდე სტუმარს საქართველოს უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა და კულტურა გააცნეს.                                     

ჯერჯერობით მხოლოდ გალა კონცერტის გენერალური რეპეტიციის კადრები გავრცელდა.

ITB berlin-ი გამოფენის ოფიციალური მასპინძლის, საქართველოს გალა მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და გამაოგნებლად აფასებს.

„უბრალოდ: ვაუ!

„უსასრულო ქართული კულტურა – მევენახეობის საწყისებიდან თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებამდე“ – რა შთამბეჭდავი მოგზაურობაა კავკასიის ქვეყნის კულტურულ და ეთნიკურ მრავალფეროვნებაში!

ეთნო ჯაზი, ელექტრონული ჰანგები, კლასიკური და ტრადიციული მუსიკა, სუხიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტის, რუსთავის ანსამბლის ტრადიციული ქართული მრავალხმიანობის, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის წარმოდგენები და მრავალი სხვა.

გაოგნებულები ვართ!

აღმოაჩინეთ საქართველოს უსაზღვრო სტუმართმოყვარეობა მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოს შთამბეჭდავ პავილიონში ITB Berlin-ზე“, – წერს ITB Berlin ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსის მნიშვნელობაზე ITB ბერლინის გამოფენის დირექტორმა დებორა რუთმა ისაუბრა.

„საქართველოს გლობალური ტურიზმისთვის ბევრის შემოთავაზება შეუძლია. საქართველო მსოფლიოს დაფარული მარგალიტია, რომლის ხილვაც ყველას სურს. უნდა ეწვიოთ საქართველოს, რათა აღმოაჩინოთ, თუ რა ტურისტული შესაძლებლობები აქვს ამ მშვენიერ ქვეყანას. გასულ წელს საქართველოში ვიმოგზაურე, მოვინახულე კახეთი. ძალიან შემიყვარდა ღვინის ეს რეგიონი და ადგილობრივი მოსახლეობა. ხალხი ძალიან თბილად იყო ჩემდამი განწყობილი. როგორც პიროვნებას, ტურისტს, მოგზაურს და პროფესიონალს, ძალიან მომეწონა ეს თბილი სტუმარმასპინძლობა და შესანიშნავი დახვედრა საქართველოში“, – განაცხადა ITB ბერლინის გამოფენის დირექტორმა დებორა რუთმა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ITB Berlin 2023-ის წინ სარეკლამო ვიდეო გამოაქვეყნა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close