მსოფლიოპოლიტიკა

ისრაელში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება

ისრაელში, თელ-ავივის ქუჩებში გამოსულმა მომიტინგეებმა მსვლელობა გამართეს და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური სამსახურის შენობის წინ შეიკრიბნენ.

ისინი აშშ-ის დახმარებასა და  პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს იმ გეგმის შეჩერებას მოითხოვენ, რომელიც ქვეყნის სასამართლო სისტემის რეფორმას უკავშირდება.

მომიტინგეები სამართლიანობისთვის იბრძვიან. მათ მიაჩნიათ, რომ კონსტიტუცია გამართული უნდა იყოს. არსებული სასამართლო სისტემა მართალია, გასაუმჯობესებელია, თუმცა ამას, მათი შეფასებით, „გიჟი ნეთანიაჰუ“ არ უნდა აკეთებდეს. დემოსტრანტების თქმით, მან ქვეყნის დემოკრატია მძევლად აიყვანა.

გასულ უქმეებზე საპროტესტო მსვლელობაში ათასობით ისრაელელმა მიიღო მონაწილეობა. ბანერებითა და დროშებით ისინი ისრაელის დემოკრატიის გადარჩენას მოითხოვდნენ.

euronewsgeorgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close