საზოგადოებასაქართველო

საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ ჭავჭავაძის ხსოვნას სხვა ქვეყნების ყოფილმა პოლიტპატიმრებმაც პატივი მიაგეს

თებერვლის ამ დღეებში ბევრი ქვეყნის დემოკრატიული საზოგადოება აღნიშნავს საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწის, ზურაბ ჭავჭავაძის დაბადებიდან 70 წლის იუბილეს.

საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეული ლიდერები, საქართველოს ეროვნული გმირები, ზურაბ ჭავჭავაძე და მერაბ კოსტავა, იყვნენ ამ მოძრაობის მორალური საყრდენი. 1989 წლის შემოდგომაზე, სუკ-ის ხელწერით საეჭვო ავტოკატასტროფამ შეიწირა მათი სიცოცხლე. ზურაბ ჭავჭავაძე მაშინ მხოლოდ 36 წლის იყო.

ზურაბ ჭავჭავაძის მსოფლმხედველობა აღმოცენდა მისი დიდი წინაპრის, ილია ჭავჭავაძის პატრიოტული მოღვაწეობისა და ზნეობრივი მემკვიდრეობის ფესვებზე, რომელსაც ქართველები „ერის მამას“ უწოდებენ, ხოლო საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ზურაბი ახალგაზრდობიდანვე იბრძოდა ეროვნული ინტერესების დასაცავად მამასთან, ცნობილ ფილოსოფოს ნიკო ჭავჭავაძესთან ერთად.

საქართველოში დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე რომ გადარჩენილიყვნენ, ქვეყანა თავიდან აიცილებდა ბევრ ტრაგიკულ მოვლენას, თუმცა ის, რაც მოასწრეს და გააკეთეს თავიანთი სამშობლოსთვის და მეგობარი ხალხების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობებისთვის, იმსახურებს მადლიერებასა და ხსოვნას თანამედროვეებისა და მომავალი თაობებისგან.

საბჭოთა პერიოდის ყოფილი პოლიტპატიმრები, ანტიკომუნისტური ანდერგრაუნდის მოღვაწეები, საერთაშორისო ორგანიზაცია „საკოორდინაციო ცენტრი ვარშავა 90“-ის წევრები:

ტარიელ ღვინიაშვილი საქართველო
ოლეს შევჩენკო უკრაინა
იადვიგა ჩმიელოვსკა პოლონეთი
პიოტრ ჰლებოვიჩი პოლონეთი
ახიაად იდიგოვი ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია
სინავერ კადიროვი უკრაინა
Genute Šakalenė ლიეტუვა
ლეონარდას ვილკასი ლიეტუვა
ვალერი ბუივალი ბელარუსი
დიანა ბიდოჩკო უკრაინა
კაროლ გვოზძიევიჩი, მარიუშ პატეი პოლონეთი
ვარდან ჰარუთუნიანი სომხეთი
ალექსანდრე პოდრაბინეკი რუსეთი
ილმი უმეროვი უკრაინა
დავით ბერძენიშვილი საქართველო
საულიუს პეჩელიუნასი ლიტვა

მსგავს თემაზე:

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყვარელში ზურაბ ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის გახსნა იგეგმება

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close