ვიდეოქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

დოდონამ ბერძნულ „ვოისში“ რინგის ტურშიც გაიმარჯვა და ბრძოლას აგრძელებს (ვიდეო)

ქართველი კონკურსანტი დოდონა ნამორაძე აგრძელებს წარმატებით გამოსვლას ბერძნულ „ვოისში“.  ამჯერად მან ე. წ. რინგის ტურში გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე გადავიდა.

„ჩემო მეგობრებო, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის! დიახ, დიახ, გავიმარჯვე რინგის ტურში. აშკარად არ გამიმახვილებია ამაზე ყურადღება, რადგან ჩემთვის და ჩემი მეწყვილისთვის ეს პერფორმანსი უფრო იყო, ვიდრე შეჯიბრი. ორივე დავრჩით პროექტში, მე – როგორც რინგის გამარჯვებული და სელინა ელენამ (მწვრთნელმა) გადაარჩინა.

შევხვდებით ლაივებზე, სადაც ყველაფერი მხოლოდ ხალხის ხმაზე იქნება დამოკიდებული“, – წერს დოდონა თავის ფეისბუქგვერდზე.

როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, ე. წ. „ბრმა“ ტურში დოდონამ ნამდვილი ფურორი მოახდინა, ჟიურის ოთხივე წევრი შემოაბრუნა – ელენა პაპარიზუ, პანოს მუზურაკისი, საკის რუვასი და კონსტანტინოს არგიროსი, რომელთაგან ყველას დიდი სურვილი ჰქონდა, ქართველი მომღერალი თავის გუნდში წაეყვანა, მან კი კონსტანტინოს არგიროსი აირჩია.

დოდონამ 9 იანვარს KnockOuts-ი გადალახა, გუშინ – „რინგის“ ტურში გაიმარჯვა და ბერძნული „ვოისის“ მე-7 სეზონში აგრძელებს ბრძოლას საბოლოო გამარჯვებისთვის.

ნინო ბაჯელიძე

დოდონა ნამორაძის კიდევ ერთი ბრწყინვალე შესრულება ბერძნულ „ვოისში“ (ვიდეო)

ქართველმა გოგონამ ბერძნულ VOICE-ში ჟიურის ოთხივე წევრი შემოატრიალა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close