საბერძნეთისპორტი

ათენი უეფას ორ ფინალს უმასპინძლებს!

სუპერთასის და Conference League-ის ფინალური მატჩები საბერძნეთის დედაქალაქში გაიმართება

უკრაინაში შეჭრის და ფართომასშტაბიანი ომის წარმოების გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში UEFA-მ 2020 წელს მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა და 2023 წლის სუპერთასის ფინალი რუსეთის ქალაქ ყაზანის ნაცვლად საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გაიმართება.

უეფას ცოტა ხნის წინანდელი გადაწყვეტილებით, 2023 წლის სუპერთასის ფინალი ათენში, „გეორგიოს კარაისკაკისის“ სტადიონზე ჩატარდება, სადაც საბერძნეთის ყველაზე წარმატებული კლუბი „ოლიმპიაკოსი“ მართავს საშინაო მატჩებს. სტადიონი, რომელიც 32 ათასზე მეტ გულშემატკივარს იტევს, ათენის  ფალიროს რაიონში მდებარეობს.

სუპერთასის ფინალური მატჩი, რომელშიც  მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის გამარჯვებული გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს, 2023 წლის16 აგვისტოს, ათენის დროით 21:00 სთ-ზე გაიმართება.

მეორე ფინალს კი საფეხბურთო კლუბ ΑΕΚ-ის სტადიონი უმასპინძლებს – ცოტა ხნის წინ აშენებულ OPAP Arena-ზე მომავალი წლის გაზაფხულზე ჩატარდება UEFA Europa Conference League-ის 2023-2024 წლების სეზონის ფინალი, რომელიც მესამე იქნება UECL-ის ისტორიაში.

ასე რომ, უეფას ორი მნიშვნელოვანი ტიტულის მფლობელი გუნდები სწორედ ათენში გაირკვევა.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close