კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთში დააკავეს აეროპორტის თანამშრომელი, რომელიც მგზავრების ჩემოდნებიდან ნივთებს წლების განმავლობაში იპარავდა

დაკავებულმა პოლიციასთან აღიარა, რომ 70-ჯერ მოიპარა ბარგიდან ძვირადღირებული ნივთები

ათენის „ელეფთერიოს ვენიზელოსის“ აეროპორტის სახმელეთო მსხვილი კერძო კომპანიის თანამშრომელი თავისი სამსახურებრივი პოზიციით სარგებლობდა და მგზავრების ჩემოდნებიდან ნივთებს წლების განმავლობაში იპარავდა. როგორც დაკავების შემდეგ მან პოლიციასთან აღიარა,  2016 წლიდან სულ 70-ჯერ მოიპარა მგზავრების ჩემოდნებიდან ძვირადღირებული ნივთები.  

საქმე კი ერთ-ერთი უცხოელი მგზავრი ქალის საჩივრის შემდეგ გაიხსნა, რომელიც ათენის საერთაშორისო აეროპორტიდან თელ-ავივში გაფრინდა. ქალმა თავისი ორი ჩემოდნიდან თავიდან მხოლოდ ერთი მიიღო,  მოგვიანებით კი, როდესაც მეორე ჩემოდანიც გამოჩნდა, მგზავრმა აღმოაჩინა, რომ ცნობილი ფირმის უსადენო ყურსასმენები გამქრალიყო. მან GPS-ის საშუალებით გაარკვია თავისი ყურსასმენების ზუსტი მდებარეობა ათენის ერთ-ერთ გარეუბანში – პერისტერიში.

ათენის „ელეფთერიოს ვენიზელოსის“ აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ იმ ადგილას აეროპორტის თანამშრომელი ცხოვრობდა ცოლთან ერთად. როდესაც დააკავეს, სავარაუდო ქურდმა აღიარა, რომ ყურსასმენები ჩემოდნიდან მან მოიპარა. ასევე, აღიარა, რომ მანამდეც იპარავდა ძვირადღირებულ ნივთებს, მაგ., ერთ-ერთი ასეთი ნივთი იყო 1549 ევროს ღირებულების სრულიად ახალი მობილური ტელეფონი, რომელიც თავის ცოლს მისცა სარგებლობისთვის. აეროპორტის ხელმრუდე თანამშრომლის აღიარებით, 2016 წლიდან მოყოლებული, სულ 70-ჯერ იქურდა.

მის სახლში პოლიციამ აღმოაჩინა შემდეგი მოპარული ნივთები:

1 წიწაკის სპრეი
19 პორტატიული დინამიკი ხმის გასაძლიერებლად
41 გარე მყარი დისკი
35 მობილური ტელეფონი
2 ნოუთბუქი
16 ტაბლეტი
95 usb-stick (ე. წ. „ფლეშკა“)
1 ციფრული კამერა
13 ჩანთა
41 მაჯის საათი
47 ქალის ჩანთა
23 მზის სათვალე
13 საფულე
150 კოლოფი სიგარეტი
43 სიგარა
23 კოლოფი თამბაქო
უამრავი სამკაული (ბეჭდები, ყელსაბამები, საყურეები, სამაჯურები, ძეწკვები და ა. შ.)

და 9 სხვადასხვა ქვეყნის ფული:

620 ტაილანდური ბატი
28000 ლიბანური ფუნტი
4 225 000 ირანული რიალი
2 განა ცედი
2000 ტანზანიური შილინგი
1000 ბერძნული დრაჰმა
70 000 დასავლეთაფრიკული ფრანკი
230 მექსიკური პესო
1 მალაიზიური რინგიტი

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close