საზოგადოებასაქართველო

ნატო გელაშვილი ბებია გახდა

კომპოზიტორ ნატო გელაშვილის ვაჟს გიორგი ჭოხონელიძეს და მის მეუღლეს, ანეტა ნიკურაძეს შვილი შეეძინათ, ნატო გელაშვილი ბებია გახდა – პირველად. ახალშობილს ბიძის, მომღერლის მეორე ვაჟის სახელი – ლუკა დაარქვეს.

შვილიშვილის დაბადებას ნატო გელაშვილმა სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი მიუძღვნა.

„ყველას ვისაც გიყვართ და არ გიყვართ ნატო 🗣ვინც იცნობთ და ვინც არ იცნობთ ნატოს მინდა ვუთხრა და ყველაზე მაღალი ნოტი ავიღო ამ ჩახლეჩილი ხმით და მივაწვდინო ცისკიდეს. ხმა ,რომ ჩემს ცხოვრებაში ახალი ერა იწყება.. ….. 2011წლიდან დღემდე ჩემი ოჯახის წევრების ფიზიკური კლებადობას ვითვლიდი ერთმანეთის მიყოლებით.
მხოლოდ ეს ორი ბიჭის Choxonelidze Luka choxonelidze giorgi იყო ჩემი ჭირ-ვარამისა და სიხარულის მეგზურნი ამ ხნის მანძილზე… დღეს ოჯახის წევრთა მატებაა. ჩემი ოჯახის გარშემოწერილობის ორბიტა გაიზარდა უსასრულობამდე… მადლობა ამისათვის უფალ, ჩემს Aneta Nikuradze-ს ,ყველას, ვინც ჩემთან ერთად ღირსეულად გალეწეთ ჩემი განვლილი ცხოვრების სავალი. „კალო…“
წინ უფრო მეტია გასავლელი გზა, ვიდრე ოდესმე ყოფილა …მიყვარხართ! ბედნიერება გქვია შენ, ჩემო პატარა ანგელოზო, კეთილი იყოს შენი მობრძანება, ბებო, ჩემო ლუკა ბიჭოო“ – წერს ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე:

ნატო გელაშვილის ვაჟმა საცოლეს ხელი იახტაზე სთხოვა (ვიდეო)

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close