მოდა/სილამაზე

MODELS.COM-ზე წლის „ამომავალი ვარსკვლავის“ კატეგორიაში მატილდა გვარლიანმა გაიმარჯვა

Models.com-ის გამოკითხვის შედეგად ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი „ამომავალი ვარსკვლავის“ კატეგორიაში მკითხველის რჩეული გახდა.

ინფორმაციისთვის, პლატფორმა Models.com ყოველწლიურად შვიდ კატეგორიაში ორ-ორ საუკეთესო მოდელს ასახელებს. ერთი რჩეული ინსაიდერების მიერ სახელდება, მეორეს კი ხალხი ირჩევს.

რაც შეეხება მატილდას გამარჯვებას, ის პირველი ქართველი მოდელია, რომელიც model.com-ზე შეარჩიეს. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მოდელს გამორჩეული წელი ჰქონდა. მის მიღწევებს შორის განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ჰოლანდიური „ვოგის“ დეკემბრის ნომრის გარეკანი, რომელიც მატილდამ დაამშვენა. მოდელი მონაწილეობდა „ფენდის“, „კელვინ კლაინის“, „ზარას” კამპანიებში.

მატილდა გვარლიანმა მონაწილეობა მიიღო ისეთი წამყვანი ბრენდების ჩვენებებზე, როგორიც Chanel-ი და Dior-ია.

bm.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close