ქართველები უცხოეთშიკრიმინალი

საბერძნეთში ქურდობისთვის 25 წლის ქართველი დააკავეს

საბერძნეთში პოლიციის თანამშრომლებმა 25 წლის ქართველი დააკავეს – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ახალგაზრდა კაცი ერთ-ერთი მეტროსადგურის მიმდებარედ გაჩერებული მანქანების ფანჯრის მინას ამტვრევდა და ნივთებს იპარავდა. 

არსებული ინფორმაციით, 27 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში 25 წლის ახალგაზრდამ მანქანის მინა ჩაამტვრია და ნივთები ამოიღო. ფაქტი შენიშნა ავტომობილის მფლობელმა, რომელმაც მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა. მედიის ინფორმაციით, მანამდე მეტროსადგურის ტერიტორიაზე მსგავსი მეთოდით ჩადენილი ქურდობის კიდევ 6 ფაქტი დაფიქსირდა.

სტატიის თანახმად, პოლიციელებმა მომხდარზე 25 წლის კაცი დააკავეს. მანქანის მფლობელმა კი მისი ამოცნობა შეძლო. დაკავებულს მოპარული ნივთები თან ჰქონდა. ავტომობილის მინების გატეხისა და ნივთების მოპარვის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. დაკავებული ათენის სისხლის სამართლის პროკურატურაში გადაიყვანეს.

mtavari.tv

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close