ხელოვნებაარტისტი

ვისაც თოვლი, ახალგაზრდობა და კარგი სიმღერა მოენატრა – მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტი (ვიდეო)

ლეგენდარული სიმღერა „Tombe la neige“ („თოვლი მოდის“) 2023 წელს 60 წლის გახდება – ის დღემდე არის იტალიური წარმომავლობის ბელგიელი შანსონიეს, სალვატორე ადამოს „სავიზიტო ბარათი“.

მომღერალმა თავისი ყველაზე ცნობილი ჰიტი ერთი უიღბლო პაემნის შემდეგ,18 წლის ასაკში შექმნა. …ახალგაზრდა მამაკაცი ავდარში, თოვლში დიდხანს ელოდა საყვარელ გოგონას, მაგრამ მან სახლში დარჩენა არჩია…

ბელგიაში სიმღერამ პირველივე შესრულებისთანავე მოიპოვა პოპულარობა, ერთი წლის შემდეგ მან საფრანგეთი დაიპყრო, შემდეგ კი – დანარჩენი ევროპა და მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტი გახდა.

ადამო თავის სიმღერებს ცხრა ენაზე ასრულებდა. მსოფლიოში მისი დისკები 100 მილიონზე მეტია გაყიდული.

79 წლის სალვატორე ადამო სამი შვილის მამაა, ცხოვრობს ბრიუსელის გარეუბანში, ხატავს, დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი „ბედნიერების გახსენებაც ბედნიერებაა“ და დღემდე მიაჩნია: რომ არა უიღბლო პაემანი, მისი ყველაზე იღბლიანი სიმღერა არ შედგებოდა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close