კრიმინალისაბერძნეთი

ათენში დააკავეს იტალიის მიერ ძებნილი ქართველი მამაკაცი, რომელმაც ჩვილი დედის თვალწინ აწამა

31 წლის ქართველი მამაკაცი, რომლის მიმართ იტალიის ხელისუფლებამ დაპატიმრების ევროპული ორდერი გასცა, ატიკის უსაფრთხოების სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების თანამშრომლებმა ათენში პერისტერში დააკავეს ოთხშაბათს, 30 ნოემბერს, საღამოს. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

გამოცემის ცნობით, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც  იტალიის ხელისუფლება ეძებდა იმის გამო, რომ იგი სახლებს ძარცვავდა და მოქალაქეებს აწამებდა, იტალიიდან საბერძნეთში გადავიდა, სავარაუდოდ, ალბანეთის გავლით. იგი ათენში შავ მუშად მუშაობდა პერისტერიში და ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ სახლს, აგრეთვე, სხვადასხვა სახელს და გვარს იყენებდა. პოლიციისთვის კი მათგან მხოლოდ ორი სახელი და გვარი იყო ცნობილი.

ბოლოს სამართალდამცველებმა იგი ათენის ცენტრში, ზინონისოს (Ζήνωνος ) ქუჩაზე ნახეს და ამის შემდეგ იგი გაუჩინარდა. ბოლოს და ბოლოს პოლიციამ მას პერისტერიში მიაგნო და დააკავა..

როგორც ცნობილია, ერთი წლის წინ კაცმა კალაბრიის რეგიონში, დიდ ფერმაში 3 თანამზრახველთან ერთად ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღა. მძარცველები ფერმაში შუადღისას შევიდნენ და მძევლად აიყვანეს მთელი ოჯახი, რომლებიც კაბელებით ჰყავდათ დაბმული გვიანობამდე. Mega-ს ცნობით, იტალიაში ეს ჩვეულებრივი ძარცვა არ იყო, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ძარცვა, რადგან ახალგაზრდა მამაკაცმა ერთ წლამდე ჩვილი დედის თვალწინ აწამა, რათა ქალს მისთვის სეიფის ადგილმდებარეობა გაემხილა. მძევლად აყვანილი პაპა, ფერმის მეპატრონე ლამის სიკვდილამდე მიიყვანეს. სამართალდამცველთა ცნობით, ამ ფერმაში ქართველი მამაკაცი ადრე გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობდა.

დაკავებულ 31 წლის კაცს ყაჩაღობა და მკვლელობის მცდელობა ედება ბრალად.

ნინო ბაჯელიძე 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close