მსოფლიო

რა ფერზე „გადათარგმნეს“ ექსპერტებმა ის, რაც დღეს მსოფლიოში ხდება – დასახელდა 2023 წლის ფერი

ფერის ინსტიტუტმა Pantone-მ 2023 წლის მთავარი ფერი დაასახელა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ეს ელფერი 18-1750 გახდა, სახელწოდებით Viva Magenta.

ინსტიტუტის ექსპერტების აზრით, ეს ელფერი, რომელიც წითელსა და ჟოლოსფერს შორისაა, ბუნებასა და ენერგიას უკავშირდება და ყველაზე მეტად შემოქმედებასა და ხელოვნებასთან იწვევს ასოციაციას. Pantone-მა მომავალი წლის მთავარ ფერს ვებგვერდიც მიუძღვნა, სახელწოდებით Magentaverse.

„Viva Magenta აღადგენს ჩვენს კავშირს თავდაპირველ მატერიასთან. ბუნების ძალების მეშვეობით ეს კაშკაშა ფერი მუხტავს ჩვენს სულს და შინაგანი ძალის გამაგრებაში გვეხმარება“, – განაცხადა ფერის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა ლეატრის ეისმანმა.

Pantone-ი წლის ფერს 2000 წლიდან ასახელებს, ეს არც თუ ისე მარტივი ამოცანაა. ინსტიტუტის სპეციალისტები ჯერ კიდევ გაზაფხულიდან ატარებენ კვლევას, რომელიც თითქმის 9 თვის განმავლობაში გრძელდება: ანალიტიკოსები აკვირდებიან მოდის ჩვენებებს, გამოფენებს, ახალ ფილმებს. სწორედ ამ დაკვირვებებზე დაფუძნებით ირჩევენ მთავარ ფერს.

ინსტიტუტში განმარტავენ, რომ წლის მთავარი ფერი ეს „ფერადი ფოტოა იმისა, რასაც გლობალურ კულტურაში ვხედავთ და საერთო განწყობას გადმოსცემს“. მათივე თქმით, ეს პროცესი არის მცდელობა გადათარგმნონ ფერის ენაზე ის, რაც მსოფლიოში ხდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close