ხელოვნებაარტისტისაქართველო

„მზის სადიდებელი“ – ეთერ კაკულიას უცნობი სიმღერის ჩანაწერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომპოზიტორმა ოთარ ტატიშვილმა ეთერ კაკულიას აქამდე უცნობი სიმღერის ჩანაწერი გაავრცელა.

მან მომღერლის მიერ შესრულებული „მზის სადიდებელი“ იუთუბზე ეთერ კაკულიას დაბადებიდან 80 წლის იუბილეზე გამოაქვეყნა. ტექსტის და მუსიკის ავტორი თავად ოთარ ტატიშვილია:

„მზის სადიდებელი“ დავარქვი ამ სიმღერას, ლექსიც ჩემი გახლავთ. კონცერტებზე ჩემი თანხლებით ეთერს არაერთხელ აქვს ნამღერი ეს სიმღერა, მაგრამ სტუდიური ჩანაწერი ეთერში არასდროს გასულა. არანჟირება ეკუთვნის კომპოზიტორს, ჩემს მეგობარს გია მაჭარაშვილს“, – განაცხადა ოთარ ტატიშვილმა.

ეთერ კაკულიას 29 ნოემბერს 80 წელი შეუსრულდებოდა. მომღერალი 2014 წლის 26 ივნისს გარდაიცვალა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close