ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა. ამ ინფორმაციას პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით El Pais ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ერთ-ერთმა თანამშრომელმა საელჩოში მისული წერილი გახსნა.
დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში თვითონ მივიდა. „ის მსუბუქად დაშავდა“, – წერს ელ პაისი.
პოლიციაში El Pais-ის წყაროების ცნობით, წერილი, რომლის გახსნის შემდეგაც აფეთქება მოხდა, ესპანეთში უკრაინის ელჩს გაუგზავნეს.
Reuters-ის ცნობით, აფეთქების და საელჩოს ერთი თანამშრომლის დაშავების შესახებ ინფორმაცია ესპანეთის პოლიციამ დაადასტურა.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
realpolitika.ge
კომენტარები