მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება

შობა თეთრ სახლში (ვიდეო)

თეთრი სახლი საშობაოდ უკვე მოირთო, თითქმის ყველა ოთახი სადღესასწაულო დეკორაციებით არის გაფორმებული.

წელს ამერიკის პრეზიდენტის რეზიდენციის მოსართავად 77 ნაძვის ხე, 83 ათასზე მეტი განათება, 1600 ზარი, 12 000 სათამაშო და 4500 მეტრი სიგრძის ლენტი გამოიყენეს.

პირველმა ლედიმ – ჯილ ბაიდენმა რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში ვიდეო საშობაოდ გამშვენებული თეთრი სახლიდან.

2 დღის წინკი პირველმა ლედიმ საშობაოდ მორთული თეთრი სახლის ოთახების ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა:

„ვიმედოვნებთ, რომ წლევანდელი დღესასწაულების დროს თეთრ სახლში გამოვსახავთ სულს, რომელიც თავად ამერიკის იდეაშია ხორცშესხმული: „ჩვენ, ხალხი“ (ამერიკის კონსტიტუციის შესავლის პირველი სიტყვები).

როდესაც ჩვენი ქვეყანა დღესასწაულებზე იკრიბება, ტრადიციები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ჩვენი საერთო ამერიკული ღირებულებები – შესაძლებლობების რწმენა, ოპტიმიზმი და ერთობა – ყველა სეზონზე უცვლელია. ყველა ოთახი ერთიმეორის მიყოლებით სტუმრებს შეახსენებს იმას, რაც გვაერთიანებს დღესასწაულების დროს და მთელი წლის განმავლობაში“.

დღესასწაულის დღეებში თეთრ სახლს 50 ათასამდე სტუმარი ეწვევა – მათ შორის, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close