fbpx
მსოფლიოპოლიტიკაკრიმინალი

მადრიდში, უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა, დაშავდა ერთი ადამიანი

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა. ამ ინფორმაციას პოლიციის წყაროებზე დაყრდნობით El Pais ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აფეთქება მაშინ მოხდა, როცა ერთ-ერთმა თანამშრომელმა საელჩოში მისული წერილი გახსნა.

დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში თვითონ მივიდა. „ის მსუბუქად დაშავდა“, – წერს ელ პაისი.

პოლიციაში El Pais-ის წყაროების ცნობით, წერილი, რომლის გახსნის შემდეგაც აფეთქება მოხდა, ესპანეთში უკრაინის ელჩს გაუგზავნეს.

Reuters-ის ცნობით, აფეთქების და საელჩოს ერთი თანამშრომლის დაშავების შესახებ ინფორმაცია ესპანეთის პოლიციამ დაადასტურა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

realpolitika.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close