fbpx
საზოგადოებასაქართველო

თბილისში მეშვიდე კლასელმა გოგონამ ბავშვი გააჩინა

თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 12 წლის მოზარდმა ბავშვი გააჩინა – ახალშობილი გოგონაა.

არასრულწლოვანი ორსული რამდენიმე საათის წინ კატასტროფის ჯგუფმა რუსთავიდან თბილისის კლინიკაში გადაიყვანა. იგი 11 წლის იყო, როდესაც დაორსულდა. ასევე არასრულწლოვანია ბავშვის მამა.

მო­უმ­წი­ფე­ბე­ლი ორ­გა­ნიზ­მის გამო ექი­მე­ბი გარ­თუ­ლე­ბებს ელოდ­ნენ, თუმცა, მათი თქმით, დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.

გამოძიება სქესობრივი დანაშაულის ფაქტზე მიმდინარეობს.

ცნობისათვის, ყველაზე ახალგაზრდა დედა სამედიცინო ისტორიაში პერუელი ლინა მედინაა – ის დედა 5 წლისა და 7 თვის ასაკში გახდა.

ლინას ვაჟი 1939 წლის 14 მაისს საკეისრო კვეთით დაიბადა და  2,7 კგ-ს იწონიდა. იგი სრულიად ჯანმრთელი იყო. ექიმებს 6 წლამდე ასაკის გოგონას დამოუკიდებელი მშობიარობა შეუძლებლად მიაჩნდათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ლინას ნაადრევი სქესობრივი მომწიფების გამო რეპროდუქციული სისტემა სრულიად ჩამოყალიბებული ჰქონდა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published.

Back to top button
გაზიარება
Close