რჩევებიჰოროსკოპი

რა უნდა გააკეთოთ და რა არის კატეგორიულად აკრძალული 24 ნოემბერს „ცეცხლოვან“ ახალ მთვარეზე

24 ნოემბერს, თბილისის დროით  2:57 საათზე მთვარე მშვილდოსნის ნიშანში განახლდება და ახალი მთვარის ციკლი დაიწყება. ასტროლოგები ამ ახალმთვარეობას „ცეცხლოვანს“ უწოდებენ, რადგან მთვარე მშვილდოსნის ნიშანში იქნება. 

24 ნოემბერს დაწყებული მთვარის ახალი ციკლი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, 23 დეკემბრამდე გაგრძელდება. რას ამბობენ ასტროლოგები, როგორ უნდა გაატაროთ მთვარის ახალი ციკლის პირველი დღე: რა არის სასურველი, რომ გააკეთოთ და რა არის კატეგორიულად აკრძალული, რომ უარყოფითი მოვლენები თავიდან აიცილოთ? – ამის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს დღე განსაკუთრებულია.

 რა უნდა გააკეთოთ წელს 24 ნოემბრის ახალმთვარეობაზე 

ახალი მთვარე იდეალურია დასვენებისთვის. ამ დღეს ზედმეტი დაძაბვა არ ღირს, იმიტომ რომ დიდია ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების რისკი – არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ზიანისაც. ახალ მთვარეზე ადამიანები ისედაც გრძნობენ ძალების გამოცლას, ამიტომ უმჯობესია არ გარისკოთ და ბედი არ გამოცადოთ.

ეს დღე შეგიძლიათ დაგეგმვისთვის გამოიყენოთ. მაგალითად, იფიქროთ იმაზე, თუ რა საქმეების დასრულებას ისურვებდით უახლოეს მომავალში და რა ახალი ინიციატივების წამოწყება გსურთ. ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება განსაკუთრებით მეწარმეებს მართებთ.

მშვილდოსანი გულუხვი და სამართლიანი ნიშანია, ამიტომ გულუხვად დააჯილდოებს მათ, ვინც „ცეცხლოვან“ ახალ მთვარეზე მტრებს აპატიებს და წყენას დაივიწყებს. არ არის აუცილებელი, პირადად მოახსენოთ მათ ამის შესახებ – უბრალოდ, შეწყვიტეთ გაბრაზება, დახურეთ თქვენთვის უარყოფითი თემა და წერტილი დაუსვით.

ამას გარდა, ახალ მთვარეზე ასტროლოგები რეკომენდაციას უწევენ წყლის პროცედურებს: მიიღეთ აბაზანა, დაძაბულობა მოიხსენით და განიტვირთეთ აბანოში. აბანოში ან აბაზანაში განბანა ხელს შეუწყობს დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ნეგატივისგან გათავისუფლებას და თქვენც განახლებული დაიწყებთ მთვარის ციკლს. ერთგვარ რიტუალურ წმენდას ჩაიტარებთ, რაც დადებითად იმოქმედებს თქვენს წარმატებაზე მომავალ თვეში.

რა არ უნდა გააკეთოთ წელს 24 ნოემბრის ახალ მთვარეზე

ვინაიდან მშვილდოსანი შეუპოვარი და პირუთვნელი ნიშანია, მთვარის ციკლის პირველ დღეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იპირფეროთ, მოიტყუოთ ან ჭორაობას მოჰყვეთ. ყოველივე ეს უარყოფით შედეგებს გამოიღებს, რომელთა გამოსწორებაც ძალიან რთული იქნება.

ასევე, ახალ მთვარეზე არ უნდა აიღოთ სესხი. მშვილდოსანი ამაყი ნიშანია და არ უყვარს, როდესაც ვინმეს ვალი აქვს. ასე რომ, სხვისი ფულით დაწყებულ საქმეს წარმატება არ ექნება.

ამ ნიშნის სიფიცხის მიუხედავად  კამათი და კონფლიქტი 24 ნოემბერს კატეგორიულად აკრძალულია. ჩხუბი შეიძლება დამღუპველი იყოს ორივე მხარისთვის. თუ შეხების წერტილი არ არსებობს, ამ ხუთშაბათს ჯობია თავი დაანებოთ კომპრომისის პოვნის მცდელობას.

ახალმთვარეობა არ არის შესაფერისი დრო სერიოზული საქმიანობისა და მოგზაურობისთვის. 2022 წლის 24 ნოემბერს კატეგორიულად აკრძალულია სამოგზაუროდ წასვლა. უმჯობესია ეს დღე სახლში გაატაროთ და მოგზაურობები, მნიშვნელოვანიც რომ იყოს, თუნდაც მეორე დღისთვის გადადოთ. გარდა ამისა, არ უნდა აიღოთ საკუთარ თავზე ძალიან რთული ამოცანების შესრულება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

მოამზადა თამთა გურულმა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close