პოლიტიკასაბერძნეთი

საბერძნეთის მთავრობა ნატოს, ევროკავშირს და გაეროს თურქეთის ოფიციალური პირების „აგრესიული რიტორიკის“ დაგმობისკენ მოუწოდებს

საბერძნეთის მთავრობა ნატოს, ევროკავშირს და გაეროს თურქეთის „აგრესიული რიტორიკის“ დაგმობისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა წერილი გაუგზავნა პარტნიორებს ნატოსა და ევროკავშირში, ასევე, გაეროს გენერალურ მდივანს, სადაც მათ მოუწოდებს, ოფიციალურად დაგმონ თურქი ოფიციალური პირების მზარდი აგრესიული გამოსვლები.

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წერილებში აღნიშნულია, რომ ნატოს მოკავშირე თურქეთის ქცევა რეგიონში სამმა ორგანიზაციამ უნდა დაგმოს.

„ამის დროულად არგაკეთებით ან საქმის სერიოზულად არშეფასებით ჩვენ ვრისკავთ გავხდეთ ისეთი სიტუაციის მომსწრენი, როგორიც ახლა ვითარდება ჩვენი კონტინენტის სხვა ნაწილში, რისი ხილვაც არავის არ სურს“, – წერია წერილში, რომლითაც საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უკრაინაში ომზე მიანიშნებს.

წერილებში ათენი ციტირებს თურქეთის პრეზიდენტის განცხადებებს საბერძნეთის მხრიდან ეგეოსის ზღვის კუნძულების ოკუპაციის შესახებ.

„თურქეთის ხელმძღვანელობამ, როგორც ჩანს, გადაწყვიტა მომავალი აგრესია წარმოაჩინოს უკვე მომზადებულ და, რაც მთავარია, გამართლებულ ქმედებად“, – ნათქვამია წერილებში.

საგარეო საქმეთა მინისტრი წერილებში აღნიშნავს, რომ თუ საერთაშორისო თანამეგობრობა არ დაინახავს აღნიშნულის ნამდვილ მასშტაბებს და არ მიიღებს სათანადო ზომებს, თურქეთის ეს პოზიცია სარისკოა რეგიონის დესტაბილიზაციისთვის და გამოიწვევს შედეგებს, რომლის სიმძიმის შეფასება რთულია.

ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საბერძნეთს დემილიტარიზებული სტატუსის მქონე კუნძულების ოკუპაციაში დასდო ბრალი და განაცხადა, რომ თურქეთი გააკეთებს ყველაფერს, რაც საჭიროა, როდესაც ამის დრო დადგება.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close