მოგზაურობა

რუსეთის მოქალაქეები 19 სექტემბრიდან პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში შენგენის ვიზით მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ

რუსეთის მოქალაქეები 19 სექტემბრიდან პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში შენგენის ვიზით მოგზაურობას ვეღარ შეძლებენ. ამის შესახებ ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ურმას რეინსალუმ განაცხადა.

„არ ჩამოხვიდეთ ესტონეთში. აქ თქვენი ჩამოსვლა არავის უხარია“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ესტონეთში, ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში რუსეთის მოქალაქეები შენგენის ვიზით ვერ შევლენ, მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაშია გაცემული ვიზა. საქმე ეხება ტურისტული, კულტურული, სპორტული და საქმიანი მიზნით მოგზაურობის მსურველ პირებს.

ოთხი ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ევროკავშირში მოგზაურობა წარმოადგენს პრივილეგიას და არა ადამიანის უფლებას“.

გამონაკლისი დაშვებული იქნება მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ევროკავშირში ნათესავთან ან სხვა ჰუმანიტარული მიზნებით ჩადის.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close