დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეთ მეორე, რომელიც 70 წლის განმავლობაში მართავდა ქვეყანას, 96 წლის ასაკში გარდაიცვალა 8 სექტემბერს. ამის შესახებ ბუკინგემის სასახლემ განაცხადა. მეფე გახდა პრინცი ჩარლზი, რომელსაც ახლა კარლ III ეწოდება.
მანამდე, სამშაბათს დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სამეფო ოჯახის წევრები შეიკრიბნენ.
ბუკინგემის სასახლის განცხადების თანახმად, დედოფალმა მშვიდად განისვენა 8 სექტემბერს, დღისით, ბალმორალში, რითაც დასრულდა „ელიზაბეთის ახალი ერა“, როგორც მის მმართველობას ეწოდა დასაწყისში, 1952 წლიდან, როდესაც დედოფალი ტახტზე ავიდა.
დედოფალი სამეფოს 70 წლის განმავლობაში მართავდა და დიდი პატივისცემა დაიმსახურა არა მარტო ბრიტანეთში, არამედ მთელ მსოფლიოში.
ბიბისის ინფორმაციით, დედოფლის გარდაცვალების შესახებ ცნობის გამოცხადების შემდეგ ბუკინგემის სასახლესთან ასობით ადამიანი შეიკრიბა და ბევრი მათგანი ტიროდა.
„ყველანი ღრმად ვართ დამწუხრებულნი“, – განაცხადა ახალმა პრეიერმა ლიზ ტრასმა.
მისი მმართველობის ხანაში დიდმა ბრიტანეთმა 15 პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა – უინსტონ ჩერჩილიდან დაწყებული, ლიზ ტრასით დამთავრებული.
დედოფალმა დიდი და შეკრული ოჯახი დატოვა. მას ჰყავს 4 შვილი – ჩარლზი, ანა, ენდრიუ და ედვარდი, აგრეთვე, 8 შვილიშვილი და 12 შვილთაშვილი. მას შემდეგ, რაც პინცი ჩარლზი ტახტზე ავიდა, ბრიტანეთის სამეფო ტახტის პირველი მემკვიდრე მისი ვაჟი – პრინცი უილიამი გახდა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები