საზოგადოებასაბერძნეთი

ივლისში საბერძნეთში 53 ათას ჰექტარზე მეტი დაიწვა ხანძრების გამო (ვიდეო)

ერთ თვეში დამწვარი ტყისა და მიწის ნაკვეთების ფართობი საბერძნეთში 2022 წლის პირველ იანვრამდე დამწვარი ტერიტორიის მთლიანი ფართობის 60%-ია

მიწის ნაკვეთებისა და ტყის საერთო ფართობმა, რომელიც ივლისში გაჩენილი ხანძრების გამო საბერძნეთში დაიწვა, 132 720 აკრი (53 500 ჰექტარი) შეადგინა. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.

euronews.gr-ს ცნობით, მარტო ივლისში დამწვარი ტერიტორიის ფართობი 01.01.2022-ის მდგომარეობით საბერძნეთში ხანძრების გამო დამწვარი მთლიანი ფართობის (~215 000 აკრი ანუ 87 000 ჰექტარი) დაახლოებით 60%-ია.

კერძოდ, ივლისში (პირველიდან 31-მდე) ხანძრის შედეგად დაახლოებით 40 000 აკრი (16 187 ჰა) დაიწვა დადიაში (ევროსზე), 27 800 აკრი (11 250 ჰა) პენდელიში  (ატიკა), 24 500 აკრი (9915 ჰა) ლესბოსზე, 20 020  აკრი (8102 ჰა) მელამპესში კრეტაზე, 12 150 აკრი (4917 ჰა)  იტეაში და 8 250 აკრი (3339 ჰა) პელოპონესის პორტში (Πόρτες Πελοποννήσου).

მონაცემები შეკრიბა და დაამუშავა ათენის ნაციონალური ობსერვატორიის (EAA) მეტეოროლოგთა გუნდმა FLAME ტყის ხანძრების ევროპული ობსერვატორიიდან (EFFIS) და  ევროკავშირის სწრაფი კარტოგრაფირების სამსახურებიდან Copernicus-იდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე..

ბერძნებს ცეცხლთან ბრძოლაში უცხოელი კოლეგებიც ეხმარებიან – საბერძნეთში ჩადიან მეხანძრეები საფრანგეთიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან, რათა ადგილობრივ კოლეგებს ქვეყანაში გაჩენილი მრავალრიცხოვანი ხანძრის ჩაქრობაში დაეხმარონ.

ფრანგული კონტინგენტი 25 მეხანძრის შემადგენლობთ ატიკაში აგვისტოს ბოლომდე დარჩება. უახლოეს დღეებში ელოდებიან 27 პროფესიონალ მეხანძრეს ნორვეგიიდან და 48 მეხანძრეს ფინეთიდან. ნორვეგიელ მეხანძრეთა რაზმი ტრიპოლიში, პელოპონესის ცენტრალურ ნაწილში განთავსდება.

საბერძნეთში სერიოზული უკმაყოფილება არსებობს იმის გამო, რომ მთავრობა ხანძრებს ვერ უმკლავდება. ბევრი ფიქრობს, რომ მიცოტაკისი და მისი მთავრობა უნდა გადადგეს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close