fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

ტრაგედია საბერძნეთში: ევიაზე როტვეილერმა 6 წლის ბავშვი დაგლიჯა, მისი მდგომარეობა კრიტიკულია (ვიდეო)

საბერძნეთის კუნძულ ევიაზე (ევბეა), ერთ-ერთ სანაპიროზე (Λιμνιώνα Διρφύων Μεσσαπίων) როტვეილერის ჯიშის ძაღლმა 6 წლის ბიჭი დაგლიჯა.

ბერძნული მედიის ცნობით, ბიჭუნას, რომელიც როტვეილერმა თავისა და ნეკნების არეში დაკბინა, ტვინის შეშუპება განუვითარდა. მას ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარდა და ქალკისის (ქალკიდა) ბავშვთა საავადმყოფოს რეანიმაციაში რჩება. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ძაღლის მეპატრონე, 41 წლის მამაკაცი, რომელიც ქალკისის მცხოვრებია, დაპატიმრებულია. არსებული ინფორმაციით, ძაღლი პატრონს ყურადღების გარეშე დარჩა და ისიც ამ დროს უცნობი მიზეზის გამო 6 წლის ბიჭს დაესხა თავს.

ძაღლის მიერ ბავშვების დაგლეჯის შემთხვევები საბერძნეთში არც ისე იშვიათია. კინოლოგები ამ ფაქტების კომენტირებისას ამბობენ, რომ ეს პატრონების მიერ ძაღლების არასწორი გაწვრთნის და არასწორი მოპყრობის შედეგია.

ნინო ბაჯელიძე

საბერძნეთში 3 თვის ბავშვი როტვეილერმა დაგლიჯა – ჩვილი გარდაიცვალა, დედას პატიმრობა ელის

 

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close