ქართველები უცხოეთში

ქართველი ემიგრანტი მუსიკოსის ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ამერიკული მედიაც შეძრა (ვიდეო)

შეერთებულ შტატებში ქართველი პიანისტის ტრაგიკული გარდაცვალება ადგილობრივი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. 70 წლის მარინა გაბუნია ლონგ აილენდზე მდებარე საკუთარ სახლში ოჯახის ძაღლმა სასიკვდილოდ დაგლიჯა, ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

პოლიციამ სხვა ყველა საეჭვო ვერსია პირველივე წუთებიდან გამორიცხა. ირკვევა, რომ პიტბულს 7 წლის განმავლობაში ზრდიდა მარინა გაბუნიას ვაჟი, რომელიც ამ ამბამდე ორი კვირის წინ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. პატრონის გარდაცვალების შემდეგ, ძაღლი აგრესიული გახდა. პიტბულმა შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელზეც სცადა თავდასხმა, რის გამოც ძაღლი იქვე მოკლეს. ერთ-ერთი სამართალდამცავი კი, რომელმაც შემთხვევის ადგილზე ნანახით შოკი მიიღო, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პიტბული მარინა გაბუნიას იმდენად მოულოდნელად და სწრაფად დაესხა თავს, რომ მისი დახმარება ვერც მეუღლემ და ვერც მეზობლებმა შეძლეს. ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მანამდე ძაღლს არავისთვის უკბენია. აღმოჩნდა, რომ ავარიაში პატრონის გარდაცვალების შემდეგ ძაღლი საჭმელსაც აღარ ჭამდა და გარდაცვლილი მამაკაცის ტანსაცმელზე ეძინა.

მომხდარით გაოგნებულები არიან მარინა გაბუნიას მეგობრები და კოლეგები. მათ ნაწილს ფაქტის შესახებ საუბარიც კი უჭირს.

მარინა გაბუნია წლების განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდა და სხვადასხვა სამუსიკო და საბალეტო აკადემიაში საქმიანობდა. ის აქტიურად თანამშრომლობდა „სიტი ბალეტის“ და ბროდვეის ცნობილ სოლისტებთან.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close