fbpx
ჰოროსკოპი

როდემდე გაგრძელდება დაძაბული ვითარება და მძიმე ამბები ქვეყანაში – ასტროლოგის პროგნოზი

საქართველოში მძიმე აგვისტოა. შეიძლება ითქვას, რომ ინტერნეტსივრცე ნეკროლოგების სივრცედ იქცა. ჩხუბი, დაპირისპირებები, ავტოსაგზაო შემთხვევები, გარდაცვალების ფაქტები ანტირეკორდულ პიკს აღწევს. როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფერს ვარსკვლავებიც „ხელს უწყობენ“. 

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „პრაიმტაიმთან“ განმარტავს, რა კავშირი აქვს ქვეყანაში არსებულ მძიმე ვითარებას დედამიწის ენერგოველთან.

მისი პროგნოზით, რამდენიმე დღეში ვითარება შედარებით დასტაბილურდება.

„ამ ყველაფრის გამომწვევი მიზეზი, რაზედაც მე ვაფრთხილებდი საზოგადოებას, მარს-ურანის შეერთებაა. მარსი აგრესიის, ომის, კონფლიქტების მმართველი პლანეტა, ურანი მოულოდნელობების, მათ შორის, ხანძრების, ავარიების და ა.შ ერთ-ერთი მმართველი. როდესაც ისინი ერთმანეთს ხვდებიან, რაც ხშირი მოვლენა არ არის, ამჯერად მათი ნანხვედრა ყველა ზოდიაქოშია, ეს ყოველთვის სახიფათო მომენტია, თუმცა, არა ყველასთვის.

ასეთ დროს მოსახლეობას ყოველთვის ვაფრთხილებ, რადგან მატულობს ხანძრების, აფეთქებების, სხვადასხვა ტერორისტული აქტების, ტრავმების, ავარიების და კონფლიქტების ალბათობა. ერთი სიტყვით, არის დაძაბულობის მაღალი ტენდენცია.

28 და 29 ივლისს ახალმთვარეობა იყო, ეს ყოველთვის მძიმე, სატანური დღეა. ეს ამ კვირაზეც გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს, ამას დაემატა ახალმთვარეობა – ამ ცუდი ენერგიების კომბინაციამ სწორედ ეს დაძაბულობა და ხალხის დაღუპვა გამოიწვია.

ბათუმში ხელჩართული ჩხუბი იყო, რატომ? მატულობს აგრესია, ალკოჰოლისადმი მიდრეკილება, რაც შემდეგ ჩხუბში გადადის. გარდა ამისა, 20 წლის ბიჭი მოკლეს… გუდაურის ტრაგედია მოხდა. ყველას ვაფრთხილებდი, რომ საჭესთან არ ეჯირითათ, ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ახლა ორმაგ ხიფათს ქმნის.

5 აგვისტოდან ეს ყველაფერი დაცხრება. მარსი და ურანი ერთმანეთთან დაშორებას დაიწყებენ და ძალა მათ აღარ ექნებათ. თან ახალმთვარეობა დამთავრდა, ამასაც ვშორდებით. 5-10 რიცხვებში სიტუაცია მეტ-ნაკლებად დამშვიდდება.

გაითვალისწინეთ, ახლა მზე ლომის ზოდიაქოს გადის. ლომი კი ასტროლოგიურად ცეცხლის ენერგიას განეკუთვნება. ცეცხლი – ეს დაკავშირებულია ცეცხლსასროლ იარაღთან, ჭრელ საგნებთან და ასევე, არის დიდი ენერგია, რომელიც ზოგჯერ ახალგაზრდა თაობამ არ იცის, სად წაიღოს და გადაჰყავს ჩხუბებში. ტრადიციულად, ეს პერიოდი, აგვისტო, დაკავშირებულია ჩხუბებთან, კონფლიქტებთან, საკუთარი მესა და ეგოს დაკმაყოფილებასთან და წინა პლანზე წამოწევა.

12 აგვისტოს სავსემთვარეობაა – ანუ სატანური დღე. აქ ცდუნებების, შეცდომების, მოტყუების, არასწორი ინფორმაციის მიღების, კონფლიქტების ალბათობა მატულობს, რადგან დედამიწაზე ზედმეტად დიდი ენერგია მოდის.

მომდევნო რთული პერიოდი 25-29 აგვისტოს ახალმთვარეობაა. შეიძლება, ვითარება ისევ დაიძაბოს. ეს პერიოდები აგვისტოში შეიძლება გამოვყოთ, როგორც რთული. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოში 3 რთული თვეა: აპრილი, აგვისტო და ნოემბერი. ისტორიულად, ყოველ წელს ან იყო კატაკლიზმები, ან სერიოზული პოლიტიკური და სხვა სახის დაპირისპირებები, ხანძრები, ძირითადად აგვისტოში“, – ამბობს ცაგარელი.

მიხეილ ცაგარელი დეკემბრის თვის შესახებაც გვაფრთხილებს:

„ჩვენ კიდევ ერთი რთული პერიოდი გვაქვს წინ, ეს არის 10-16 დეკემბერი, როცა მზისა და სატურნის დაპირისპირება ხდება ლომის, მერწყულის ზოდიაქოს ღერძზე. ეს დაპირისპირება ძალიან მძიმეა, რადგან აქ სატურნი მუხრუჭი პლანეტაა. წარმოიდგინეთ, ეს არის ბოქლომი, რომელიც ყველაფერს კეტავს, არაფერი გამოდის. აქაც, ტრავმულ-ავარიული ტენდენციები და კონფლიქტური მოიმატებს. 10 რიცხვის შემდგომ დედამიწა დამატებით მძიმე უარყოფით ენერგოველში გადადის, ამიტომ ეს კიდევ უფრო მეტად შექმნის დაძაბულობას“, – აცხადებს ასტროლოგი.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close