მედიცინამსოფლიო

მაიმუნის ყვავილის „აფეთქების ეპიცენტრი“ – ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ნიუ-იორკის გუბერნატორმა კეტი ჰოკულმა შტატში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო 28 აგვისტომდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში. ამის შესახებ ინფორმაციას მედია ავრცელებს.

ნიუ-იორკის შტატში ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის გავრცელების ერთ-ერთ ყველაზე მაღალ მაჩვენებელი ფიქსირდება –  პარასკევის მდგომარეობით ოფიციალურად დადასტურებულია 1345 შემთხვევა (კალიფორნიის შტატი მეორე ადგილზეა 799 შემთხვევით).

ხუთშაბათს ნიუ-იორკის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტმა მაიმუნის ყვავილის ვირუსი საზოგადოების ჯანმრთელობისთვის გარდაუვალ საფრთხედ გამოაცხადა.

შაბათს, 30 ივლისს ნიუ-იორკის ოფიციალურმა პირებმა ქალაქი ვირუსის აფეთქების ეპიცენტრად გამოაცხადეს. ნიუ-იორკის მერის, ერიკ ადამსის და ჯანდაცვის კომისრის, ეშვინ ვასანის განცხადებაში ნათქვამია, რომ შესაძლოა ინფიცირების რისკის ქვეშ იყოს ნიუ-იორკის 150 000 მცხოვრები. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, გამოსცენ საგანგებო ბრძანებულებები ჯანდაცვის საქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად და კანონმდებლობაში შეიტანონ საჭირო ცვლილებები მაიმუნის ყვავილის ვირუსის გავრცელების შესაფერხებლად საჭირო ღონისძიებების გატარების მიზნით.

მაისიდან მოყოლებული, დღემდე დარეგისტრირებულია მაიმუნის ყვავილის 22 000 შემთხვევა მსოფლიოს თითქმის 80 ქვეყანაში, ამასთან, სავარაუდოდ, 75 ადამიანი გარდაიცვალა აფრიკაში, ძირითადად, ნიგერიასა და კონგოში. გასულ პარასკევს ბრაზილიასა და ესპანეთში განაცხადეს ლეტალური შემთხვევების შესახებ, მესამე პაციენტი კი აფრიკის კონტინენტის გარეთ ისევ ესპანეთში გარდაიცვალა შაბათს, 30 ივლისს.

მაიმუნის ყვავილის ვირუსი, რომელიც პირველად 1970 წელს გამოჩნდა აფრიკაში და ენდემურ დაავადებად ითვლება, გადადის კანთან კანის ხანგრძლივი და მჭიდრო კონტაქტისას, აგრეთვე, ლოგინის თეთრეულის, პირსახოცებისა და ტანსაცმლის ერთობლივი სარგებლობისას. ამჟამინდელი ეპიდემიისას ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მაიმუნის ყვავილის ვირუსი, ძირითადად, იმ მამაკაცებს შორის გავრცელდა, რომლებსაც მამაკაცებთან ჰქონდათ სქესობრივი ურთიერთობა, თუმცა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ ვირუსი ნებისმიერს შეიძლება დაემართოს.

შეგახსენებთ, რომ მაიმუნის ყვავილის შემთხვევათა მკვეთრი მატების გამო საგანგებო მდგომარეობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში სან ფრანცისკოშიც გამოცხადდა.

ნინო ხოშტარია

მსგავს თემაზე: „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევების მკვეთრი მატების გამო სან ფრანცისკოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close