fbpx
საზოგადოებასაბერძნეთი

ქართველ ემიგრანტს ინსულტი დაემართა, დამსაქმებელმა კი საავადმყოფოში არ წაიყვანა

ბერძენი მოქალაქე ბერძნულ ჯგუფში უმძიმესი ფაქტის შესახებ წერს. მისი თქმით, ქართველ ემიგრანტს ინსულიტი დაემართა, დამსაქმებელმა კი საავადმყოფოში არ წაიყვანა.

„მოგესალმებით, ეს მომხდარი ფაქტი რეალობას შეესაბამება. ათენში ქართველი ქალბატონი უვლიდა მოხუცებულ ქალს, რომელიც ჯანმრთელობას არ უჩივის (დადის და ლოგიკურად აზროვნებს).
რამდენიმე დღის წინ, შეიძლება საათების წინ, ქართველი ქალბატონი დავარდნილა ძირს, რადგან ინსულტი დაემართა.
ორი დღის მანძილზე იყო დავარდნილი და მიზეზი, თუ რატომ არ წაიყვანეს საავადმყოფოში არის ის, რომ მისი დამსაქმებელი არ დაინტერესდა!

არა მარტო მისი დამსაქმებელი, არამედ დამსაქმებლის ოჯახიც, რომელიც დასასვენებლად იყო წასული (ინფორმირებული იყვნენ, რადგან ბერძენმა მოხუცმა მათ უთხრა ქართველი ქალბატონის შესახებ რომ დავარდნილი იყო).

რის შედეგადაც, ორი დღის შემდეგ ქალბატონი იმყოფება აგიო სავვას საავადმყოფოში. გადმოიყვანეს ევაგელისმოს საავადმყოფოდან და არის მძიმედ.

დასკვნა თქვენ გამოიტანეთ! როგორც კი გავიგე ამ თემასთან დაკავშირებით, ძალიან გავნერვიულდი. ქალბატონს არ აქვს საბუთები და დიდი ხანია, რაც საბერძნეთში ცხოვრობს“

საქართველოში ქართველი ქალბატონის ოჯახის წევრებმა უკვე გაიგეს მომხდართან დაკავშირებით.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close