ჯანმრთელობაჰოროსკოპი

რომელი უარყოფითი თვისება რა დაავადებას იწვევს და ზოდიაქოს რომელი ნიშნები არიან რისკჯგუფებში – სამედიცინო ასტროლოგია

ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „იმედის დილის“ ეთერში ისაუბრა, რომ ასტროლოგიაში არსებობს კარმული და სამედიცინო ასტროლოგიის დარგები, რომელთა თანახმადაც ადამიანს 12 ძირითადი ენერგოარხი აქვს. ეს არხები დაავადებების განვითარებაზე ახდენენ ზეგავლენას.

ხასიათის რომელი შტრიხი რას იწვევს ადამიანში:

🔹აგრესია, ძალადობისკენ მიდრეკილება, ძალაუფლების გადამეტება და ბრაზი – თავის ტკივილი, სისხლძარღვოვანი სისტემის მოშლა, შიდა გრძნობათა ორგანოების (მათ შორის, ყელ-ყურ-ცხვირის სისტემის) მთლიანად მოშლა;

რისკჯგუფები: ვერძი, მშვილდოსანი, ლომი, მორიელი

🔹სიჯიუტე, ქურდობისკენ მიდრეკილება, ღალატი – ყელის დაავადებები, ენდოკრინული სისტემის მოშლა, ფარისებრი ჯირკვლისა და სწორი ნაწლავის ფუნქციის დაკარგვა;

რისკჯგუფები: მერწყული, კურო, მორიელი, ლომი, ვერძი, მშვილდოსანი, თხის რქა

🔹ზედმეტი სიამაყე, გადამეტებული ეგოიზმი, ძალაუფლებისადმი განსაკუთრებული შინაგანი მიდრეკილება – გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოშლა, ინფარქტი;

რისკჯგუფები: ლომი, ვერძი, მორიელი

🔹უსაქმურობა, ცინიზმი, სიტყვის გატეხა – ნაწლავთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ზონის მოშლა;

რისკჯგუფები: ქალწული, თხის რქა

🔹სხვისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევის ტენდენცია, ორმაგი თამაში – თირკმელების, ენდოკრინული სისტემის, ყელის დაავადებები;

რისკჯგუფები: სასწორი, ტყუპი, თევზები

🔹ბოღმა, წყენა, შური, სამაგიეროს გადახდის სურვილი – შარდსასქესო, რეპროდუქტიული სისტემის მოშლა, სექსუალური კუთხით პრობლემები, ჰორმონალური ცვლილებები;

რისკჯგუფები: მორიელი, მშვილდოსანი

🔹დიქტატორული ტენდენციები, ქედმაღლობა, კონკურენტების მოშორება ნებისმიერი გზით – ძვლოვანი სისტემის, სახსრებისა და მუხლების დაავადებები;

რისკჯგუფი: თხის რქა

🔹სულსწრაფობა, სხვებისთვის თავისუფლების შეზღუდვა, მეგობრების ღალატი – ნერვული სისტემის მოშლა, უძილობა, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები;

🔹შიში, დეპრესია, ცუდი აზრები, შფოთვები, მკვლელობა – ენდოკრინული სისტემის მოშლა, მხედველობის, ლიმფური სისტემის მოშლა, ნერვული აშლილობა, ნარკომანიისა და ალკოჰოლის მოხმარებისკენ მიდრეკილება;

🔹ტყუილებისადმი მიდრეკილება, ჭორაობა, ინტრიგებისკენ მიდრეკილება – ფილტვების, სასუნთქი სისტემის, ბრონქების სისტემის მოშლა, ხელებისა და მხრების დაავადებები;

🔹ეჭვიანობა, შინაგანი კომპლექსები – კუჭ-ნაწლავის ზონის დაავადება, მკერდის ზონის დაავადება;

🔹სარკაზმი, სარკასტული გამოთქმები და ცხოვრების დრამატიზების უნარი – ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის მოშლა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close