მოდა/სილამაზეარტისტი

People-მა 2023 წლის ყველაზე სექსუალური მამაკაცი დაასახელა

People-მა 2023 წლის ყველაზე სექსუალური და მომხიბლავი მამაკაცი დაასახელა – რეიტინგში პირველი ადგილი 57 წლის ამერიკელ მსახიობსა და ავტომრბოლელ პატრიკ დემპსის (Patrick Dempsey) ერგო.

პატრიკ დემპსიმ ითამაშა ფილმებში Transformers 3, Enchanted და Bridget Johnson’s Diary 3, თუმცა პოპულარობა 2005 წელს სერიალ „გრეის ანატომიაში“ დოქტორ დერეკ შეპარდის როლის შესრულებით მოიპოვა. იგი „ემის“ და „ოქროს გლობუსის“ პრემიებზე იყო ნომინირებული, ამასთანავე, რამდენჯერმე მოხვდა ჟურნალ People-ის გარეკანზე.

პატრიკ დემპსი, ასევე, პროფესიონალი ავტომრბოლელია. მან 2015 წელს ცნობილ რბოლაში „ლე მანის 24 საათი“ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ძირითადი საქმიანობის გარდა დემპსი ქველმოქმედებითაც არის დაკავებული. დედის ავთვისებიანი სიმსივნით გარდაცვალების შემდეგ მის სახელზე გახსნა ფონდი და კიბოთი დაავადებულებს უანგაროდ ეხმარება.

ოქტომბერში მამაკაცთა ჟურნალის – Maxim-ის ავსტრალიური ვერსიის რედაქტორებმა 2023 წლის ყველაზე სექსუალური ქალები დაასახელეს – პირველი ადგილი 33 წლის ავსტრალიელმა მსახიობმა მარგო რობიმ დაიკავა, რომელიც გამოცემის გარეკანზე გამოჩნდა. რეიტინგში მეორე და მესამე ადგილები ფეხბურთელ სემ კერს და მომღერალ დელტა გუდრემს ერგოთ.

მანანა ბანძელაძე

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close