მსოფლიოამინდი

გასული თვე ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი ოქტომბერი აღმოჩნდა

ევროკავშირის კლიმატის ცვლილების სამსახურის მონაცემებით, გასული თვე ამინდზე დაკვირვების ისტორიაში ყველაზე ცხელი ოქტომბერი იყო. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შემოდგომის მეორე თვეში საშუალო გლობალური ტემპერატურა 0,4°C-ით მაღალი იყო, ვიდრე 2019 წელს დაფიქსირებული რეკორდის დროს. 2023 წელს ყველაზე ცხელი თვის რეკორდი უკვე ზედიზედ მეხუთედ ფიქსირდება.

მეცნიერების განმარტებით, სიტუაციის გაუარესებას CO2-ის გამონაბოლქვებმა და ელ-ნინიომ შეუწყო ხელი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში უფრო ინტენსიური გახდა, თუმცა თავის პიკს ჯერ არ მიუღწევია. ელ-ნინიო ბუნებრივი მოვლენაა, რომლის დროსაც წყნარი ოკეანის ეკვატორული ნაწილი ნორმაზე 3 გრადუსით უფრო მეტად ცხელდება.

„ის ფაქტი, რომ ამ რეკორდულად ცხელ წელს ვხედავთ, ადამიანების რეკორდული ტანჯვის ნიშანია“, – აცხადებს ლონდონის იმპერიული კოლეჯის მეცნიერი, დოქტორი ფრიდერიკე ოტო.

პროგრამა „კოპერნიკის“ დირექტორის მოადგილე სამანტა ბიურჯესი ამბობს, რომ მისი გუნდისა და გაეროს მონაცემები იძლევა საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2023 ყველაზე ცხელი წელი გახდება ბოლო 125 ათასი წლის განმავლობაში. სწორედ ამ დასკვნაზე იმსჯელებენ გაეროს ეგიდით გამართულ კლიმატურ სამიტზე COP 28, რომელიც არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში 30 ნოემბერს დაიწყება.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ტემპერატურის ზრდა 2024 წელსაც გაგრძელდება.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close