ქართველები უცხოეთშისპორტი

გიორგი შერმადინი ესპანეთის საუკეთესო კალათბურთის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძვის – ხმის მიცემა დაიწყო, ნახეთ ინსტრუქცია

ესპანეთის პროფესიულ საკალათბურთო „ლიგა ენდესაში“ 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშისა და სიმბოლური ხუთეულების გამოვლენა დაიწყო. საუკეთესო მოთამაშე გამოკითხვის შედეგად გამოვლინდება, რომელშიც მონაწილეობას ლიგის მოთამაშეები, მწვრთნელები, ფანები და ჟურნალისტები მიიღებენ. 

ფანების გამოკითხვა, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ხმის მიცემა, 24 აპრილს დაიწყო და 7  მაისამდე გაგრძელდება. ზემოთ ნახსენები 4 სეგმენტიდან თითოეულს (მოთამაშეები, მწვრთნელები, ჟურნალისტები, ფანები) 25-პროცენტიანი ძალა აქვს. შესაბამისად, საუკეთესო მოთამაშე საერთო ჯამში მიღებული ხმების (პროცენტების) მიხედვით გამოვლინდება.

ამჯერად მიმდინარეობს ფანების გამოკითხვა, რომელში მონაწილეობაც ინტერნეტით ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გამოკითხვა წარმოებს Instagram-ისა Tweeter-ის გვერდებზე. უნდა შეხვიდეთ აღნიშნულ აპლიკაციებში ესპანეთის ჩემპიონატის ოფიციალურ გვერდებზე (ACB.COM) და შესაბამისი გამოკითხვის ბანერის ქვეშ დაწეროთ კომენტარი #MVPMovistar Giorgi Shermadini.

ხმის მისაცემი „ინსტაგრამის“ პირდაპირი ბმული: instagram-liga endesa.

გამოკითხვა იწარმოებს ასევე ესპანური ლიგის სპეციალურ აპლიკაციაში, რომლის ჩამოტვირთვაც როგორც ანდროიდის, ისე IOS-ის მომხმარებლებს ტელეფონიდან შეგეძლებათ:

ანდროიდი: play.google.com

IOS: apps.apple.com

თითო ხმა ორად ჩაითვლება „ლიგა ენდესას“ მიერ სპეციალურად შერჩეულ დღეებში: 25 აპრილს და 5 მაისს.

გაითვალისწინეთ, რომ ხმის მიცემა ნებისმიერი საშუალებით შესაძლებელია დღეში (24 საათში) ერთხელ.

მიმდინარე გამოკითხვის LIVE-შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ აღნიშნულ გვერდზე: https://mvpmovistar.acb.com/

შეგახსენებთ, რომ გიორგი ესპანეთის საუკეთესო კალათბურთელის ტიტულს 2021 და 2023 წლებში ფლობდა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close