ეკონომიკასაქართველო

ივნისში უცხოეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 111.7 პროცენტით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2022 წლის ივნისში უცხოეთიდან საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 427.4 მლნ აშშ დოლარი (1262.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 111.7%-ით (225.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკი საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 98.0% იმ 24 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივნისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 24 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 92.5% მოდიოდა.

231.44 მლნ აშშ დოლარით კვლავ რუსეთის ფედერაცია „ლიდერობს“, მეორე ადგილზეა იტალია 35.57 მლნ აშშ დოლარით, მესამეზე – აშშ 27.66 მლნ დოლარით. საბერძნეთი18.82 მლნ-ით, ტრადიციულად მეოთხე ადგილზეა.

2022 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.6 მლნ აშშ დოლარი (87.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის ივნისის (26.5 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 11.7%-ით მეტია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close