![](https://nostal.ge/wp-content/uploads/2022/07/dzegl.jpg)
უკრაინა აპირებს, რომ ეკატერინე II-ის ძეგლი ამერიკელი პორნომსახიობის სკულპტურით შეცვალონ – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი განიხილავს პეტიციას, რომლითაც ოდესაში ეკატერინე II-ის ძეგლი ამერიკელი მსახიობის, ბილი ჰერინგტონის ქანდაკებით შეცვლას გულისხმობს.
პეტიცია 20 მაისს გამოქვეყნდა უკრაინის პრეზიდენტის ელექტრონული პეტიციების სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე. მან უკვე დააგროვა 25000-ზე მეტი ხმა.
პეტიციის ავტორის თქმით, ეკატერინე მეორემ უკრაინის სახელმწიფოებრიობასა და კულტურას ზიანი მიაყენა, ჰერინგტონის ფიგურა კი გაახალისებს და, ამავდროულად, ლგბტქ+ თემის მხარდასაჭერი სიგნალი იქნება. ინიციატივის ავტორებს სურთ, რომ ძეგლი პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდეს.
mtavari.tv
კომენტარები