fbpx
ეკონომიკასაქართველო

საქართველოში აღმოაჩინეს სოკოს უიშვიათესი სახეობა, რომელიც 5000 ევ­რომ­დე ღირს

ლა­გო­დე­ხის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ტყე­ში სო­კოს უიშ­ვი­ა­თე­სი სა­ხე­ო­ბა – ზა­ფხუ­ლის შავი  ტრიუფე­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

ყვე­ლა­ზე ძვირფა­სი სოკო, რომელიც კი დე­და­მი­წა­ზე არ­სე­ბობს, ზამ­თრის ტრიუ­ფე­ლია. ის, ძი­რი­თა­დად, აუქციონზე გა­აქვთ ხოლ­მე და, ზომის შესაბამისად, მისი ფასი 2000-5000 ევ­რომ­დე მერყეობს. ასე­ვე, ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია  მათი „ქართველი ნათესავი“ – ზა­ფხუ­ლის შავი ტრი­უ­ფე­ლის სახეობა.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გემოსა და სურ­ნე­ლის გამო ტრიუფელს სა­ლა­თებსა და კერ­ძებ­ში სუ­ნე­ლის სა­ხით იყე­ნე­ბენ, თუმცა არა მარტო საგემოვნო თვისებების გამო უწოდებენ მას „ოქროს“ სოკოს.

ტრიუ­ფელ­ზე ლე­გენ­დე­ბი არ­სე­ბობს: როგორც ამბობენ, ის შე­ი­ცავს ისეთ აქ­ტი­ურ ნივ­თიე­რე­ბას, რომელიც მამაკაცური პოტენციის ამაღლებას უწყობს ხელს; იმასაც ამბობენ, რომ ჰალუცინოგენურ ეფექტი აქვს, თუმცა მის შემადგენლობაში ფსიქოაქტიური ნივთიერებების არსებობაზე მონაცემები დღემდე არ არსებობდა.

იტალიელმა მეცნიერმა მაურო მაკარონემ (Bio-Medico University of Rome) კოლეგებთან ერთად აღმოაჩინა, რომ ტრიუფელები ახდენენ ქიმიური ნივთიერების, ანანდამიდის („ნეტარების მოლეკულა“) სინთეზს, რომლის მოქმედების მექანიზმი მარიხუანის შემადგენლობაში შემავალი ფსიქოაქტიური ნაერთის, ტეტრაჰიდროკანაბინოლის (THC) მსგავსია.

ის გავლენას ახდენს მეხსიერებასა და ხასიათზე, აქვს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი და ანტიდეპრესანტული მოქმედება. ადამიანის ორგანიზმში ანანდამიდი არ იწვევს ნარკოტიკულ თრობას, რადგან ორგანიზმი მას საკმაოდ სწრაფად შლის.

კვლევების თანახმად, თვითონ სოკო სინთეზირებულ ქიმიურ ნივთიერებას არაფერში იყენებს, გარდა იმისა რომ ეიფორიის მსგავს ეფექტს იწვევს მასზე „მონადირე“ ღორებსა და ძაღლებში, რაც მათ სოკოს ჭამისკენ უბიძგებს და სპორები უფრო დიდ ფართობზე ვრცელდება, ექსკრემენტებთან ერთად.

წელს ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძა­ლს დაარსებიდან 110 წელი შეს­რულ­და. საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების თითქმის 2/3 ამ ნაკრძალშია თავმოყრილი. ამიერიდან მათ ჩამონათვალს „ოქროს“ სოკო – ზა­ფხუ­ლის შავი ტრი­უ­ფე­ლიც მიემატა.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close