საზოგადოებასაქართველო

ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძრის გუმბათზე ოთხმეტრიანი მოოქრული ჯვრის აღმართვა იგეგმება

ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძრის გუმბათზე 4-მეტრიანი მოოქრული ჯვრის აღმართვა ივნისის ბოლომდე იგეგმება. ამის შესახებ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში განაცხადეს.

ჯვარს უამრავი შემომწირველი ჰყავს, მათ შორის, გასული წლის 15 სექტემბერს თბილისში მოკლული ნიკო კვარაცხელიას ოჯახი.

„ამინდებს ველოდებით, რადგან გუმბათზეა ასატანი. 4-მეტრიანი ჯვარი მოოქრულია და მას სხვადასხვა შემომწირველი ჰყავს, მათ შორის, კვარაცხელიების ოჯახი.

„ბოროტება აუცილებლად დამარცხდება. მოუთმენლად ველით ამ ულამაზესი ჯვარის აღმართვას, ჩვენი ნიკოს სახელზეც დაიდო ერთი ოქროს ფურცელი. აუცილებლად სძლევს კეთილი ბოროტს.

არის სიკვდილი, გარდაცვალება – აღმოვაჩინე გადანაცვლება, დიახ, გადანაცვლება“, -ამბობს Feeds-ის დამფუძნებლის ოჯახი.

შეგახსენებთ, 22 წლის ნიკო კვარაცხელიას 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-მდე ტყვია ესროლეს. იგი მეორე დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. მკვლელობაში ბრალდებული ორი პირი – აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე, 7 ოქტომბერს დააკავეს.

15 აპრილს ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულ ალეკო ჭელიძეს 17 წელი მიუსაჯეს, ხოლო გიორგი კავილაძეს – 16 წელი. ორივე მათგანი ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ.

primetime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close