კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთში დააკავეს ქართველები, რომლებმაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის იშვიათი, საკოლექციო მონეტა მოიპარეს

საბერძნეთში დააკავეს ქართველები, რომლებმაც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის იშვიათი, საკოლექციო მონეტა მოიპარეს.

საბერძნეთის პოლიციის ინფორმაციით, ქართველი კრიმინალებისგან შემდგარ ჯგუფს ათენში არაერთი დანაშაული აქვს ჩადენილი. ისინი წინასწარი გეგმის მიხედვით არჩევდნენ სახლებს, საიდან ძვირფას ნივთებს და ფულს იპარავდნენ.

საერთო ჯამში, მათი ნაქურდალი 400 000 ევროზე მეტი ღირებულებისაა. ბრიტანულ საკოლექციო მონეტასთან ერთად, პოლიციამ მათი დაკავების შემდეგ, ოქროს და ვერცხლის სხვადასხვა საიუველირო ნაწარმი, ელექტრონული ნივთები, მობილური ტელეფონები, ასევე, რამდენიმე ათასი ევრო და აშშ დოლარი ამოიღო.

მათი დანაშაულებრივი ქმედებების გამოძიება გრძელდება.

rustavi2.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close